,,ბიუჯეტის სეკვესტრის“ დაბრუნება და ლარის კურსის ვარდნის პერსპექტივა 2016 წელს - გურამ ჩახვაძე
პოზიცია - 19:41, 27 Jun, 2015     6339
დაბრუნდა თუ არა ქართულ რეალობაში გასული საუკუნის 90-იანი წლების ცნობილი ფრაზა ,,ბიუჯეტის სეკვესტრი“ და რამდენად ადექვატური იყო მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა. როგორ უნდა მიმართოს ხელისუფლებამ სტიქიის სალიკვიდაციოდ მოზიდული თანხები და არის თუ არა მოსალოდნელი მომავალ წელს ლარის კურსის ვარდნის გაგრძელება.

,,ნიუპოსტი“ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, გურამ ჩახვაძეს ესაუბრა. ჩახვაძე მიიჩნევს, რომ მთავრობა არამარტო ეკონომიკურ კანონებთან არამედ საკუთარ თავთანაც წინააღმდეგობაში მოდის. რაც შეეხება სტიქიის სალიკვიდაციო პროცესებს, მისი თქმით, საჭიროა თბილისის ბიუჯეტში ცალკე პროგრამის შექმნა, როგორც ითხოვს საბიუჯეტო კანონმდებლობა, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა ის საკითხი, რაც გადაჭრას ითხოვს, თავისი ფინანსური დასაბუთებითა და ვადების მითითებით.


_მთავრობა დიდხანს ყოყმანობდა, მაგრამ მაინც მოუწია ბიუჯეტის კორექტირება. რამდენად მოსალოდნელი იყო ასეთი სცენარი და ხომ არ დაგვიბრუნდა ქართულ სინამდვილეში 90-იანების ცნობილი ,,ბიუჯეტის სეკვესტრი“?

_ცვლილებების საჭიროება ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გამოჩნდა, ბიუჯეტის დამტკიცებიდან ორ თვეში. თებერვალში ჩამოსულმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 60%-ით შეამცირა და ბიუჯეტის კორექტირების რეკომენდაციით გამოვიდა. მაგრამ მთავრობამ არ გაითვალისწინა შექმნილი მდგომარეობა, არ მოახდინა დროული რეაგირება. კარგა ხანი ამტკიცებდა, რომ ეკონომიკის ზრდას საფრთხე არ ემუქრებოდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ილუზიაში ამყოფა საზოგადოება.

ნახევარი წელი გავიდა და ხელისუფლების მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა და მოქალაქეებისგან ამოღებული გადასახადები განსაზღვრულია იმ ბიუჯეტით, რომელსაც შესრულება არ უწერია.


_ფინანსთა სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი. ახლა ის დროა, როცა მსჯელობა მის დადებით თუ ნაკლოვან მხარეებზე უნდა გაიმართოს.

_საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის რეკომენდაციით უნდა გაზრდილიყო გადასახადები და შემცირებულიყო ხარჯები. პირველი გზა სამართლებრივად შეუძლებელია, რადგან მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს გადასახადების ნორმის გაზრდას, ამიტომ დარჩა მეორე გზა, ხარჯების შეკვეცა. მთავრობამ პირიქით გააკეთა. კერძოდ, შემოსავლების შემცირების კვალობაზე ხარჯები გაზარდა, იმ პირობებში, როცა ქვეყნის ეკონომიკა წელს ერთი მილიარდი ლარით ნაკლებს გამოიმუშავებს.

კორექტირებულ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში იზრდება საგარეო ვალის მომსახურების თანხები და მცირდება კაპიტალური დანახარჯები. ასეთი გადაწყვეტილება ჯერ ერთი ზიანს აყენებს მოსახლეობის ეკონომიკურ, სოციალურ მდგომარეობას, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, მეორეც, ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდას, მით უმეტეს, როცა ქვეყნის ეკონომიკა დაღმავალ გზაზეა.


_მთავრობა აცხადებს, რომ გადანაცვლებულ რესურსებს მიმართავს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, საუბარია 85 მილიონ ლარზე?

_ეს თანხა ირიცხება, რეგიონალური განვითარების ფონდში, რომელიც ძირითადად სახელმწიფო სექტორის განვითარებას ემსახურება. სტიქიამ გარდა სახელმწიფო ობიექტებისა მოქალაქეების კერძო საკუთრებაც გაანადგურა. მაშინ როცა ქვეყანაში სადაზღვევო სისტემა ჩანასახის მდგომარეობაშია, მოსახლეობისადმი სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერის როლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამიტომ, ხელისუფლებამ ძალიან მკაფიოდ უნდა განმარტოს, თუ სახელმწიფო რა წილ პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე. ამ დროს და ასეთი ეკონომიკის პირობებში ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების, როგორც მორალური ასევე მატერიალური მხარდაჭერა, რისი მომსწრენიც გავხდით ამ დღეებში.

რაც შეეხება, საერთაშორისო დახმარებას. როგორც ჩანს აქ უფრო რთულადაა საქმე, თუ არ ჩავთვლით ევროკავშირის დროულ რეაქციას, ვგულისხმობ სახლების ასაშენებლად 3 მილიონი ევროს გამოყოფას. ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაატარებენ კვლევას თუ რამდენად ადექვატური იყო ხელისუფლების რეაგირება და ამის შესაბამისად იქნება გადაწყვეტილება მიღებული დახმარების ოდენობასთან დაკავშირებით. უფრო რომ დავკონკრეტდეთ, შესწავლის საგანი იქნება, თუ როგორ უზრუნველყო ხელისუფლებამ ვერეს ხეობაში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფის პრევენცია, მოქალაქეების ადრეული გაფრთხილება და შემდგომი კრიზისის მართვა საერთაშორისო კონვენციებისა და ადგილობრივი კანონების შესაბამისად. სიმართლე გითხრათ, პირველი შთაბეჭდილება ჩვენი ხელისუფლების სასარგებლოდ არ მეტყველებს. თუმცა ეს იმდენად მტკივნეული და დიდი თემაა,რომ ცალკე განხილვას საჭიროებს.

სტიქიის ეკონომიკურ მხარეს რომ დავუბრუნდეთ, საჭიროა მოზიდული თანხების ერთ ადგილას თავმოყრა, მათი კეთილსინდისიერი და მიზნობრივი ხარჯვა, აუცილებლად სამოქალაქო კონტროლის ქვეშ. ჩემი აზრით საჭიროა თბილისის ბიუჯეტში ცალკე პროგრამის შექმნა, როგორც ითხოვს საბიუჯეტო კანონმდებლობა, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა ის საკითხი, რაც გადაჭრას ითხოვს, თავისი ფინანსური დასაბუთებითა და ვადების მითითებით. აქვე დავძენ, რომ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის სიაში პირველ ადგილზე დაზარალებული მოქალაქეების დახმარება უნდა იყოს.


_მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სოციალურ ხარჯებს კორექტირება არ შეეხება, მართლა ასეა?

_ნომინალურად კი, მაგრამ რეალურად არა. ლარის გაუფასურებამ, პირველადი მოხმარების საქონელზე ფასების მატებამ, ასევე იმპორტის გაძვირებამ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შემოსავლების კორექტირება მოახდინა და თან შემცირებისკენ, რაც პარალელურად ამცირებს მოთხოვნილებას, ეს კი ხელს უწყობს ეკონომიკის ვარდნას. სამედიცინო აპარატურის, სამედიცინო ნივთებისა და მედიკამენტების იმპორტზე დამოკიდებულების გამო, დიდი ალბათობაა გაიზარდოს სამედიცინო დაწესებულებების ხარჯები. პირიქით ასეთ ვითარებაში აუცილებელია სოციალური ხარჯების კორექტირება, ოღონდ გაზრდისკენ. იგულისხმება, პენსიებისა და სხვა სოციალური შემწეობების ინდექსაცია, ჯანდაცვის დაფინანსების გაზრდა.


_თუმცა ლარის კურსის ვარდნა შეჩერდა, ყოველ შემთხვევაში კატასტროფიულ ვარდნას არ განიცდის. უნდა ველოდოთ თუ არა სიტუაციის შემობრუნებას, ლარის სტაბილიზაციას ან გამყარებას?

_ლარის გაუფასურების ფასი უკვე გადაიხადა და დღესაც იხდის საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენა.

სამთავრობო ვერსიით წელს ლარის კურსი დოლართან 2.3, ხოლო მომავალ წელს 2.4 იქნება. შემდგომ წლებშიც ამ მიმართებით რაიმე კარდინალური ცვლილებების პროგნოზი არ კეთდება. უსიამოვნო მაგრამ რეალისტური ინფორმაციაა.

თუ ლარის სტაბილურობაზე მოქმედ ფაქტორებს დინამიკაში შევხედავთ, დავინახავთ, რომ ვერ არის საქმე კარგად. იზრდება უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, კლებულობს უცხოური ინვესტიციები, ისევე როგორც საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ოდენობა, რაც ერთობლიობაში ხელს უწყობს უცხოური ვალუტის დეფიციტს და გაძვირებას. ამის საპირწონე, რა თქმა უნდა, ექსპორტის გაზრდა და იქ სადაც შესაძლებელია იმპორტის ადგილობრივი წარმოების პროდუქციით ჩანაცვლებაა. ფაქტია, საქართველო სათანადოდ ვერ იყენებს ისეთ დადებით ფაქტორს, როგორიცაა მსოფლიოში ნავთობზე, სურსათზე და სამრეწველო საქონელზე ფასების კლების ტენდენცია. ჩვენი მომხმარებელი, ვერ იგრძნობს საწვავზე, მედიკამენტებზე და სხვა საქონელზე ფასების კლებას, რადგან ქვეყანას არ გააჩნია რეალურად მოქმედი ანტიმონოპოლიური პოლიტიკა. ამიტომ ქვეყანას ჭირდება რეფორმებზე ორიენტირებული ანტიკრიზისული პოლიტიკა.


_თუმცა მთავრობა აცხადებს რომ საქმე გვაქვს არა ეკონომიკურ, არამედ სავალუტო კრიზისთან და ეკონომიკაში შექმნილი პრობლემები, და მისგან გამომდინარე ბიუჯეტის კორექტირება მხოლოდ საგარეო ფაქტორებითაა გამოწვეული?

_მთავრობა კონცენტრირებული უნდა იყოს პრობლემების მოგვარებაზე და არა საკუთარ პიარზე, რისი გამოძახილიცაა გაუთავებელი მტკიცება, რომ ქვეყანაში არ არის ეკონომიკური კრიზისი.

როცა ერთ სამთავრობო დოკუმენტში 3.5%-იანი ეკონომიკის ზრდის შესაძლო სცენარი, განმარტებულია როგორც ნეგატიური შოკი, ხოლო მეორე სამთავრობო დოკუმენტში 2%-დე შემცირებულ ეკონომიკა, ხოლო აპრილის თვეში ნულამდე დასული, საგანგაშოდაც არაა მიიჩნეული, მთავრობა არამარტო ეკონომიკურ კანონებთან არამედ საკუთარ თავთანაც წინააღმდეგობაში მოდის.

ეკონომიკური ვარდნის ასეთი ტემპი, ლარის კურსის გაუფასურების პროგრესია, უმუშევრობის არსებული დონე, საგარეო ვაჭრობის არსებული უარყოფითი ბალანსი, ინვესტიციების ზრდის დინამიკა, მცირე ბიზნესის კატასტროფულად მცირე წილი ეკონომიკაში, სიღარიბის მაღალი დონე, რომელიც ერთერთი სავალალოა ევროპაში, სოციალურ შემწეობისა და პენსიების ოდენობა, სოციალური შემწეობის მიმღები მოქალაქეების რაოდენობა, ყველა ეს და კიდევ სხვა სტატისტიკური მაჩვენებლები და არა ვარაუდები, აშკარად მიუთითებენ, რომ ქყვეყანა კრიზისულ მდგომარეობაშია.

საგარეოზე მეტად ეკონომიკაში არსებული პრობლემები საშინაო გარემოებებითაა გამოწვეული. მიზეზები ფუნდამენტალურია. ის არ ეხება მხოლოდ დღევანდელ ხელისუფლებას, მას აქვს ისტორიული ფესვები. მაგრამ პრობლემის არსი მდგომარეობს ხელისუფლების არაადექვატურობაში, რადგან ის ვერ აცნობიერებს სიტუაციის სიმწვავეს, მისი პოლიტიკა არ არის არსებული პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული. სახეზე გვაქვს სახელისუფლო პოლიტიკის ჩავარდნა ხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა გამოვლინებებით.

მდგომარეობის ძირეულად შეცვლას ჭირდება სისტემური ცვლილებები, რომელიც მხოლოდ ეკონომიკის სფეროთი არ შემოიფარგლება. სტრუქტურული, ინსტიტუციური ცვლილებებისკენ მოგვიწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგრამ წლების განმავლობაში საშუალო ფენის ხელშეწყობა, დასაქმების პოლიტიკა, კონკურენტული და სამართლიანი გარემოს შექმნა, სოციალური რისკებისაგან ჩვენი მოქალაქეების დაცვა ხელისუფლებისთვის იყო და რჩება მხოლოდ სიტყვის მასალად. შედეგი, საზოგადოებაში კატასტროფული უთანასწორობაა, რომელსაც ზრდის ტენდეცია აქვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42