სააკაშვილმა რეფორმების განხორციელებისა და ოდესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შოუს მსვლელობისას მიმდინარე ინტერაქტივის შედეგად კი გაირკვა, რომ მაყურებელთა 60 % ფიქრობს ოდესის გუბერნატორი კორუფციის დამარცხებას შეძლებს, 52%-ს კი სურს, რომ სააკაშვილმა მათ ოლქს უხელმძღვანელოს.
"აგრესორისგან უკრაინის გამოხსნას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ კორუფციას დავამარცებთ, რადგან პუტინის მოკავშირეები ის ჩინოვნიკები არიან, რომლებიც ქრთამს იღებენ. ოდესაში მსოფლიო მნიშნელობის ქალაქია, სადაც ხალხი ელის ცვლილებებს. იქ, სადაც ადრე კორუფცია მეფობდა, უნდა აღმოიფხვრას. ნებისმიერი ოდესელი და აი, ახალი მილიციის უფროსიც გეტყვით, რომ მილიცია ოდესაში სიგარეტის და ნარკოტიკების კონტრაბანდით იყო დაკავებული, რომ მებაჟეები ქრთამს იღებდნენ . უნდა შეიცვალოს საბაჟო სამსახურიც. ახალი ხალხის საპოვნებალად კონკურსის პირობეიც გაწერილი გვაქვს" - განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






