ამერიკელი ბავშვებისა და 911-ის ოპერატორების საუბრების ჩანაწერები ინტერნეტში ხშირად ვრცელდება. ხშირშემთხვევაში ბავშვების ზარი სასიცოცხლო მნიშვნელობის ყოფილა. თუმცა, არა ამ შემთხვევაში. 4 წლის ჯონისა და 911-ის ოპერატორის საუბარი ძალიან სახალისოა.
საქმე იმაშია, რომ ბიჭმა სამაშველო სამსახურში მათემატიკის ამოცანების ამოხსნაში დახმარების თხოვნით დარეკა.
სამაშველო სამსახურის ოპერატორი ბიჭუნას უხსნიდა, რომ მას მიმატება-გამოკლებაში დახმარება არ შეუძლია, რადგნაც სხვას შესაძლოა მისი შველა დასჭირდეს, თუმცა ჯონი დაჟინებით სთხოვდა დახმარებას. რამდენიმე წუთში დედის ხმა გაისმა , რომელიც ჯონს ეკითხება, თუ რას აკეთებს ტელეფონთან.
„პოლიციელი დავალების ამოხსნაში მეხმარება. შენ ხომ მითხარი, თუ დახმარება დამჭირდებოდა, ვინმესთვის დამერეკა" - პასუხობს ჯონი.
მასალის გამოყენების პირობები






