„პრეზიდენტმა პოროშენკომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ერთ-ერთია იმ რამდენიმე მსოფლიო ლიდერს შორის, რომელსაც სწრაფი და მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება შეულია, როცა ეს აუცილებელია. ინფრასტრუქტურის მინისტრთან და ჩემთან შეხვედრისას , პოროშენკომ ბრძანება გასცა, დაუყოვნებლივ შეაჩერონ სახელმწიფო ავიაციიის სამსახურის თავმჯდომარის, დენის ანტონიუკის სამსახურებრივი უფლებამოსილება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროგრამა დეოლიგარქიზაცია მხოლოდ ლამაზი ლოზუნდი არ არის, არამედ რეალური პოლიტიკაა“ - წერს სააკაშვილი ფეისბუკის გვერდზე.
სააკაშვილის თქმით, პოროშენკოს გადაწყვეტილება მკაფიო გზავნილია ოფიციალური პირებისადმი, რომ ისინი არა საკუთარ ინტერესებს, ან კონკრეტულ ადამიანებს, არამედ უკრაინელ ხალხს უნდა ემსახურებოდნენ.
მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო ავიაციიის სამსახურის თავმჯდომარე დენის ანტონიუკთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა. პრესკონფერენციაზე განიხილებოდა ოდესის აეროპორტში „ღია ცის“ პრინციპის დანერგვა.
სააკაშილის თქმით „ღია ცის“ პრინციპი ვერაფერს შეცვლის, თუ ბილეთების ფასი იგივე დარჩება და ფრენებზე მონოპოლია მხოლოდ რამდენიმე კომპანიას ექნება. სააკაშვილის თქმით, აუცილებელია რომ ამ სფეროში ბევრი კომპანია შემოვიდეს და კონკურენცია იყოს.
უკრანის სახელმწიფო ავიაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილს შეეპასუხა და განაცხადა, რომ მსგავსმა რეფორმებმა საქართველოში შედეგი ვერ გამოიღო.
„ძვირფასო, 6 მილიონი ტურისტი შედეგი არაა? მინდა რომ სწორედ ასეთი „უშედეგობა“ იყოს ოდესაშიც. რატომ იყო 6 მილიონი ტურისტი? იმიტომ რომ ისეთები, როგორიც თქვენ და თქვენი უფროსები ხართ ჩვენ ხელისუფლებას ვერ მიუთითებდნენ, ვინ შემოეშვათ ამ სფეროში და ვინ არა“- განაცხადა სააკაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები






