აშშ-იშ პრეზიდენტის , ბარაკ ობამას თქმით, გეი ქორწინების დაკანონების გამო აშშ-მა უნდა იამაყოს.
„ეს არის იმ გეებისა და ლესბოსელების გამარჯვება, რომლებიც დიდხანს იბროდნენ თავიანთი სამოქალაქო უფლებებისთვის. ეს იმ ბავშვების გამარჯვებაა, რომელთა ოჯახებიც იგივე იქნება, როგორიც მათი თანატოლების. ეს არის ამერიკის გამარჯვება“ - განაცხადა ობამამ.
შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა.
გადაწყვეტილების თანახმად, გეი წყვილებს დაქორწინების უფლება ყველა შტატში, მათ შორის ვაშინგტონშიც მიეცემათ.
პირველი შტატი, რომელშიც გეი ქორწინება დაკანონდა 2004 წელს მასაჩუსეთი იყო.
ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების აღსანიშნავად თეთრი სახლი ლგბტ ფერებში გაანათეს.
ჯერჯერობით დაუდგენელია როდის მიეცემათ წყვილებს ქორწინების უფლება იმ შტატებში, რომლებიც ამ დრომდე აკრძალული იყო.
მასალის გამოყენების პირობები






