საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ალექსის ციპრასის თქმით, საბერძნეთში საერთაშორისო კრედიტორებთან სადავო შეთანხმებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი 5 ივლისს გაიმართება. ციპრასის განცხადებით, საბერძნეთის მსოახლეობა თვად აირჩევს მიიღოს თუ არა კრედიტორთა დახმარება. საბერძნეთს 30 ივნისამდე 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი აქვს გადასახდელი. ათენი უკვე ერთი თვეა აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს საერთაშორისო კრედიტორებთან, თუმცა, ამაოდ. ციპრასის თქმით, კრედიტორები ათენს "ზედმეტად" მკაცრი ეკონომიკური ზომების მიღებას სთხოვენ. თუ მხარეები შეთანხმებას უახლოეს მომავალში ვერ მიაღწევენ, მაშინ საბერძნეთი ფულადი დახმარების გარეშე დარჩება, რასაც დეფოლტი მოჰყვება.
ევროკომისარის , გიუნტერ ოტინგერის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი ათენი კრდიტორებთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, საბერძნეთის ევროზონიდან გასვლა გარდაუვალია.
მასალის გამოყენების პირობები






