შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
სამართალი - 10:11, 27 Jun, 2015     1058

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლი „ვალე“-ს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის-ტარების, გასაღების და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად გადაზიდვის ბრალდებით 6 პირი: ირანის ისლამური რესპუბლიკის 3 მოქალაქე - 1990 წელს დაბადებული ტოჰიდ ე, 1971 წელს დაბადებული ნაჰარინ მოჰჰამად ა, 1959 წელს დაბადებული სეიედ რაზავი მირ ქ. და საქართველოს 3 მოქალაქე - 1989 წელს დაბადებული ცოტნე პ, 1990 წელს დაბადებული ნიკა ბ. და 1957 წელს დაბადებული ალექსანდრე ა. დააკავეს. სამართალდფამცველებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტში საზღვარზე გადასვლისას, ხოლო საქართველოს მოქალაქეები თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ირანის მოქალაქეები: ტოჰიდ ე. ნაჰარინ მოჰჰამად ა. და სეიედ რაზავი მირ ქ. საქართველოს მოქალაქეების: ცოტნე პ-ს, ნიკა ბ-ს და ალექსანდრე ა-ს. დახმარებით საქართველოში ყიდულობდნენ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას და შემდგომი რეალიზაციის მიზნით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაჰქონდათ. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული პირები უკანონო იარაღის საქართველოში შეძენას და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში რეალიზაციას პერიოდულად აწარმოებდნენ.

სამართალდამცველებმა ტოჰიდ ე-ს დროებითი საცხოვრებელი ბინისა და კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას 520 საბრძოლო ვაზნა, ნაჰარინ მოჰამად ა-ს და სეიედ რაზავი მირ ქ-ს მართვის ქვეშ მყოფი ირანის რესპუბლიკის კუთვნილი ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიის კუთვნილი ავტობუსის ჩხრეკისას 200 საბრძოლო ვაზნა და „ჩე-ზე 500“-ის მოდელის შაშხანა, ხოლო ალექსანდრე ა-ს საცხოვრებელი ბინებისა და ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს 51 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის-ტარების, გასაღების და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42