დაპირისპირება სააკაშვილთან - ,,მაიდნის შემდეგ ისევ ისეთები დარჩით“ (ვიდეო)
მსოფლიო - 20:30, 26 Jun, 2015     10525


ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო ავიაციიის სამსახურის თავმჯდომარე დენის ანტონიუკთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა. პრესკონფერენციაზე განიხილებოდა ოდესის აეროპორტში „ღია ცის“ პრინციპის დანერგვა.

სააკაშილის თქმით „ღია ცის“ პრინციპი ვერაფერს შეცვლის, თუ ბილეთების ფასი იგივე დარჩება და ფრენებზე მონოპოლია მხოლოდ რამდენიმე კომპანიას ექნება. სააკაშვილის თქმით, აუცილებელია რომ ამ სფეროში ბევრი კომპანია შემოვიდეს და კონკურენცია იყოს.

უკრანის სახელმწიფო ავიაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილს შეეპასუხა და განაცხადა, რომ მსგავსმა რეფორმებმა საქართველოში შედეგი ვერ გამოიღო.

„ძვირფასო, 6 მილიონი ტურისტი შედეგი არაა? მინდა რომ სწორედ ასეთი „უშედეგობა“ იყოს ოდესაშიც. რატომ იყო 6 მილიონი ტურისტი? იმიტომ რომ ისეთები, როგორიც თქვენ და თქვენი უფროსები ხართ ჩვენ ხელისუფლებას ვერ მიუთითებდნენ, ვინ შემოეშვათ ამ სფეროში და ვინ არა“- განაცხადა სააკაშვილმა.

დისკუსიაში ინფრასტრუქტურის მინისტრიც ჩაერთო და განაცხადა, რომ უკრაინაში ლიბერალიზაცია უკვე მიმდინარეობს, თუმცა მიხეილ სააკაშვილი არც მას დაეთანხმა.

„მე თქვენთან აღარ ვიკამათებ, თქვენთან ყველაფერი ნათელია. აქ იყო მაიდანი, მაგრამ მაიდანის შემდეგ ისევ ისეთები დარჩით, თქვენც და ეს კომისიაც. უკრაინელ ხალხი იმსახურებს, რომ იფრინოს სამჯერ უფრო იაფად, ხარისხიანი თვითმფრინავებით, იცხოვროს ნორმალურ სასტუმროებში. თქვენ ოლიგარქებს კი მოუწევთ შემჭიდროვება და 5 მილიარდის ნაცვლად ექნებათ ოთხი. ამაში არაფერი ცუდი არ იქნება. დანარჩენი მოხმარდება უკრაინელ ხალხს. სულ ეს არის, შეხვედრამდე“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და პრეს-კონფერენცია მის დასრულებამდე დატოვა.









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42