პროკურატურის განცხადება ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით
სამართალი - 19:11, 26 Jun, 2015     1470
ე.წ კაბელების საქმეზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით და საქმე არსებით განხილვას გადასცა. არსებითი განხილვის სხდომა 10 ივლისს 11 საათზე ჩაინიშნა.

"კაბელების საქმესთან" დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ.

"2015 წლის 26 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები და დაადგინა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ვარაუდის მაღალი ხარისხისათვის, რომ საქმეზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების: ნუგზარ კაიშაურის, გიზო ღლონტის, დავით წიფურიას, გიორგი ლობჟანიძის და არჩილ ალავიძის მიმართ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და საქმე წარმართა არსებითად განსახილველად. საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 10 ივლისს ჩაინიშნა.

ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების დასაშვებად ცნობამ და საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემამ ცხადყო, რომ თვეების განმავლობაში დაცვის მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებებისა და დანაშაულის არარსებობის თაობაზე იყო უსაფუძვლო. მსგავსი შინაარსის განცხადებები ემსახურებოდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საგამოძიებო ორგანოს საქმიანობის დისკრედიტაციას.

საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, პროკურორების მიერ სასამართლოს წარედგინა არგუმენტები, თუ რატომ იყო უსაფუძვლო დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ თითქოსდა ბრალდებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ, რადგან მათ არ გააჩნდათ ანგარებითი მოტივი და რომ თითქოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2013 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სახელმწიფოსთვის მომგებიანი იყო. ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე საქმეში არსებული მტკიცებულებების წარდგენით დაასაბუთა, რომ 2013 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტრომ სილქნეტისგან შეისყიდა ქონება რეალურ ღირებულებაზე სამჯერ მეტ ფასად, მაშინ როდესაც სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილე სხვა პრეტენდენტებისგან ბევრად ხელსაყრელი შეთავაზებები ჰქონდა მიღებული. მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტია, რომ ბრალდებულების ქმედებით გაიფლანგა თანხა. ასევე დადგენილი ფაქტია, რომ თავადცვის სამინისტროს თანამშრომლებს ჯერ კიდევ შესყიდვის ოფიციალურად გამოცხადებამდე (2013 წლის 27 აგვისტო) ოთხი თვით ადრე სისტემატური სატელეფონო კავშირი ჰქონდათ სს „სილქნეტის“ თანამშრომლებთან.

სასამართლომ შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები და შეამოწმა მათი ერთობლიობა იძლეოდა თუ არა ვარაუდის საფუძველს, რომ დანაშაული ბრალდებულებმა ჩაიდინეს. შესაბამისად, დღევანდელ პროცესზე სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ წარადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დასაბუთებულად მიიჩნია ვარაუდი, რომ დანაშაული სწორედ ამ ბრალდებულებმა ჩაიდინეს.

თვალსაჩინოებისათვის ვასაჯაროებთ სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის 2015 წლის 26 ივნისს წარდგენილ პოზიციას.http://pog.gov.ge/res/docs/NEW/braldebispozicia.pdf",-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42