საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარი აფეთქება ქვეყნის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა ტერაქტად შეაფასა. ამის შესახებ ოლანდმა ბრიუსელში პრესკონფერენცაიზე განაცხადა.
შეგახსენებთ, დღეს დილით საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, ქალაქ სენ-კანტენ-ფალავეში სამრეწველო გაზის საწარმოს დაესხნენ თავს.
ამჟამინდელი მონაცემებით, დაღუპულია ერთი, ხოლო დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტერორისტი ქარხნის შესასვლელთან მანქანით მივიდა და გაზის ავზები ააფეთქა. დაზუსტებული ინფორმაციით, დაღუპული ადამიანის ცხედარი თავის გარეშე იქნა აღმოჩენილი, თავი კი ღობეზე იყო წამოცმული. ცხედრის გვერდით ისლამისტური წარწერებით დროშა აღმოაჩინეს. შემთხვევის ადგილზე უკვე ჩავიდა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ბერნარ კაზენიოვი, რომელმაც უსაფრთხოების ზომების გაძლიერების ბრძანება გასცა. პოლიციის ცნობით, ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია. ჯერ არ დასტურდება, იყო თუ არა ეს ისლამისტი რადიკალების მიერ განხორციელებული თავდასხმა.
შემთხვევის გამო ოლანდმა ევროკავშირის სამიტი მიატოვა და უშიშროების საბჭო მოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები






