ისტორიკოსი ვერეს ხობაში უკანასკნელი წყალკურთხევის შესახებაც წერს, რომელიც ისტორიული წყაროს მიხედვით, 1923 წლის 19 იანვარს ურბნელმა ეპისკოპსმა ქრისტეფორემ შეასრულა.
,,1921 წლის 15 აპრილს შედგენილი დოკუმენტის შინაარსი. საქართველოში მოქმედია 1450 ეკლესია და 25 მონასტერი,სადაც ღვთისმსახურებას ეწევა 1600 სასულიერო პირი. (იხ.საქ.უახლესი ისტორიის არქივი,ფონდი 268, ფურც,23)
წყალკურთხევა სრულდებოდა მდინარე ვერეზე, (ახლანდელი ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე) 1923 წლის19 იანვარს თბილისში, ვერის ხიდს ზემოთ შესრულდა ტრადიციული წყალკურთხევის ცერემონიალი, ვინაიდან უწმიდესი ამბროსი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა წყალკურთხევა შეასრულა ურბნელმა ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ. ეს იყო უკანასკნელი წყალკურთხევა მდ.ვერეზე. (იხ.საქართველოს საპატრიარქოს არქივი,კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ფონდი, 166.)“ - წერს სერგო ვარდოსანიძე.



მასალის გამოყენების პირობები






