ერევნის პროტესტს სომხეთის სხვა ქალაქებიც უერთდებიან. გავრცელებული ინფორმაციით აქციები ვანაძორსა და გიურმიშიც დაიწყო.
შეგახსენებთ, სომხეთის მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიაზე ტარიფი გააძვირა, კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, ელექტროენერგია 6,93 სომხური დრამით (0,015 დოლარი) ძვირდება და 48,78 დრამი ხდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ერევნის მოსახლეობამ გააპროტესტა. 23 ივნისის დილას სომხეთის დედაქალაქში პოლიციამ დემონსტრანტები ძალის გამოყენებით და წყლის ჭავლით დაშალა. ათასობით მოქალაქემ ერევანის ცენტრალური გამზირი ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდის გამო გადაკეტა, რასაც საბოლოოდ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნაც დაემატა. პოლიციამ დემონსტრატები რამდენჯერმე გააფრთხილა და ცენტრალური გამზირის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, რაზეც დემონსტრატების უმრავლესობამ უარი განაცხადა.
აქციის მონაწილეებს ქვეყნის პრეზიდენტმა, სერჟ სარგისიანმა შეხვედრა შესთავაზა, თუმცა საკოორდინაციო ჯგუფმა უარი განაცხადა და პრეზიდენტს ტარიფის გაუქმებისთვის დრო დღის მეორე ნახევრამდე მისცა.
მასალის გამოყენების პირობები






