გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის სპეციალური წარმომადგენელი, ანჯელინა ჯოლი-პიტი World Refugee Day-ს დაესწრო, რომელიც თურქეთში სირიელი ლტოლვილების მხარდასაჭერად გაიმართა. ჯოლი თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეპ ტაიპ ერდოღანსაც შეხვდა და მასა და მის ხალხს სირიისა და ერაყელი ლტოლვილების მიმართ გამოჩენილი სიკეთისთვის მადლობა გადაუხადა.
20 ივნისს კი მსახიობი ქალიშვილთან, შაილოსთან ერათად ლიბანს ესტუმრა. ჯოლის თქმით, შაილომ ლიბანში წასვლისა და ლტოვილებთან შეხვედრის სურვილი თავად გამოთქვა.
''შაილომ კარგად იცის, რომ მე მრავალი წლის განმავლობაში ლტოლვილებთან დავდიოდი.
მან შეიტყო Hala-ს შესახებ,რომელიც ჩემი ბოლო ვიზიტის დროს ლიბანში გავიცანი. შაილოს სურვილი გაუჩნდა შეხვედროდა მის და და ძმებს. ეს გასაოცარი იყო. მათ შეძლეს ერთად თამაში და გახდნენ მეგობრები. მიხარია, რომ ის ლტოლვილთა ბედით დაინტერესდა და მათ მდგომარეობას ძალიან განიცდის " - განაცხადა ჯოლიმ.



მასალის გამოყენების პირობები






