ერევნის აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს - მომიტინგეები პროტესტს არ წყვეტენ
მსოფლიო - 11:21, 24 Jun, 2015     1732

ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტ სერჟ სარგისიანთან შეხვდრაზე უარი განაცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით, საკოორდინაციო ჯგუფმა პრეზიდენტთან შეხვედრა არ მოისურვა და სარგისიანს პირდაპირ ეთერში ელექტროენერგიის ტარიფის ბათილად გამოცხადებისკენ მოუწოდა.

დემონსტრანტებმა პრეზიდენტის სასახლესთან ნაგვის ურნებიც მიიტანეს და ერთგვარი ბარიკადები ააგეს. სიტუაციის გასანეიტრალებლად და შეტაკებების თავიდან ასარიდებლად, აქციაზე სომეხი პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, ყოფილი და მოქმედი დეპუტატები მივიდნენ და დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ჩადგნენ. დემონატრანტები მთელი ღამის განმავლობაში ცენრტალურ მოედანზე იმყოფებოდნენ, ღამემ მშვიდად ჩაიარა.

შეგახსენებთ, სომხეთის მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიაზე ტარიფი გააძვირა, კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, ელექტროენერგია 6,93 სომხური დრამით (0,015 დოლარი) ძვირდება და 48,78 დრამი ხდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ერევნის მოსახლეობამ გააპროტესტა. 23 ივნისის დილას სომხეთის დედაქალაქში პოლიციამ დემონსტრანტები ძალის გამოყენებით და წყლის ჭავლით დაშალა. ათასობით მოქალაქემ ერევანის ცენტრალური გამზირი ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდის გამო გადაკეტა, რასაც საბოლოოდ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნაც დაემატა. პოლიციამ დემონსტრატები რამდენჯერმე გააფრთხილა და ცენტრალური გამზირის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, რაზეც დემონსტრატების უმრავლესობამ უარი განაცხადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42