დარღვევები თუ ხელისუფლების პოლიტიკური სპეკულაცია - ახალი გზა და სტიქიას შეწირული ადამიანები
პოზიცია - 19:26, 23 Jun, 2015     4367
ვის „ხელშია“ და რა წერია დოკუმენში - „ვაკე-საბურთალოს ახალი გზის მშენებლობისთვის მომზადებული პროექტის გეოლოგიური დასკვნაში“, კვლავ უცნობია. აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი გადამწყვეტი მტკიცებულება იქნება 13 ივნისის სტიქიის მშედეგების შესახებ პროკურატურის მიერ წამოწყებულ გამოძიებაში, სანამ ხელმისაწვდომი გახდება, უკვე დავისა და დაპირისპირების საგანად იქცა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. მის გარშემო საკმაოდ მწვავე და სკანდალური შეფასებებიც კეთდება.

რას ამბობს თავად პროექტის ავტორი და რა პასუხი აქვს პროკურატურას, ,,ნიუპოსტი“ შეეცადა ყველა მხარესთან დაკავშირებას. მმართველი გუნდი დარღვევებზე საუბრობს, ხოლო ,,ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას პოლიტიკურ სპეკულაციაში სდებს ბრალს და მმართველი გუნდის განცხადებებს არაკვალიფიციურს უწოდებს.

თბილისის საკრებულოს ქონების მმართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია ამბობს, რომ ვაკე-საბურთალოს ახალი გზის მშენებლობა თავის დროზე საკმაოდ სოლიდური დარღვევებით განხორციელდა, რადგან მისივე მტკიცებით, აღნიშნული მშენებლობა 2010 წელს ჩატარებული მერის არჩევნებზე ორიენტირებული, ნაჩქარევად ჩატარებული პროექტი იყო.

“ამ გზის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და საკმაოდ სწრაფი ტემპებით წარიმართა, მე მქონდა ამის ეჭვი და ძალიან ბევრ თბილისელსაც, რომ ეს დაკავშირებული იყო საარჩევნო ციკლთან - 2010 წელს იყო მერის არჩევნები და სწორედ ამ კონტექსტში უნდა განხილულიყო ეს გზაც. გზა რომელსაც ჩვენ „ახალ გზას“ ვუწოდებთ, დოკუმენტებში როგორც ახალი გზა არ არის გაფორმებული, არამედ არის, როგორც არსებული გზის რეკონსტრუქცია, რაც სიცრუეა, რადგან იმ ტერიტორიაზე გზა არასდროს ყოფილა. როდესაც ამ მასშტაბის პროექტი კეთდება, მან რაღაც ეტაპები უნდა გაიაროს - არქიტექტორების, სატრანსპორტო სპეციალისტების, ამასთანავე, ეს ხეობა რეკრეაციული ზონაა და ყველა ამ სპეციალისტის სათანადო დასკვნა და ნებართვა უნდა გაევლო, მაგრამ ამ გზას არცერთი ეს ბარიერი და არცერთი პროცედურა გავლილი არაა და არ არსებობს დასკვნები. დოკუმენტაციის ნახვის შემდეგ, ნათლად ჩანს რომ ვიღაცას ეჩქარებოდა. ქვეყნის აღმშენებლობა არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, რომ ვიღაცას ეჩქარებოდა. მე ვფიქრობ, რომ მომხდარიყო გარკვეული განსჯა და დაგვეკარგა თუნდაც რამდენიმე თვე, შესაძლებელია, რომ გაცილებით უკეთესი პროექტი მიგვეღო“ - განაცხადა სამუშიამ.

როგორც სამუშია მიიჩნევს, ე.წ. „გამქრალი“ გეოლოგიური დასკვნის გარდა (თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურიდან ვაკე-საბურთალოს ახალ გზასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში პროექტის გეოლოგიური დასკვნა არ აღმოჩნდა, მართალია აღნიშნული დასკვნა დოკუმენტების ნუსხაში ფიგურირებს, თუმცა, კეთილმოწყობის სამსახურის არქივში არ იძებნება) ცალკე დასკვნებიც იყო საჭირო, რომელიც საერთოდ ვერეს ხეობას შეეხებოდა და ფუნდამენტალურად შეისწავლიდა ამ ხეობაზე ახალი პროექტის ზეგავლენას.

„კეთილმოწყობის სამსახური აცხადებს ტენდერს უკვე „არსებული“ გზის რეკონსტრუქციაზე, შემოდის სამი პროექტი, ამ პროექტების წარმომდგენებს ევალებოდათ წარმოედგინათ გეოლოგიური დასკვნაც. ეს დასკვნების ტომი არ არსებობს, გამქრალია და დღემდე ვერ მიაკვლიეს. ამიტომაც არის გარკვეული ეჭვები თუ სად გაქრა ეს დასკვნა. ის რომ ასეთი დასკვნა არსებობდა ჩამონათვალში არის მითითებული, მაგრამ ეს არის სხვა, ეს არის უკვე ტენდერგამოცხადებულ პროექტთან მიმართებაში. ამისთვის ცალკე დასკვნებია საჭირო, რომელიც საერთოდ ვერეს ხეობას ეხება. ის დასკვნა ეხებოდა კონკრეტულად პროექტის განსახორციელებელი ტერიტორიის შესახებ დასკვნას, უნდა ყოფილიყო ცალკე დასკვნაც, რომელიც მთლიანად ვერეს ხეობას შეეხებოდა და ფუნდამენტალურად შეისწავლიდა ამ ხეობაზე ამ ახალი პროექტის ზეგავლენას. მე არ ვიცი რა ეწერა იმ დასკვნაში.

ადამიანების დაღუპვის გეოგრაფიას თუ გადავხედავთ ვნახავთ, რომ სვანიძეზე დაღუპულია 4 ადამიანი, დანარჩენი ტრაგედია მოხდა ახალი გზის ტერიტორიაზე. მე არანაირ პოლიტიკურ განცხადებას არ ვაკეთებ, გვირაბის და გზის ამბავი ექსპერტებმა უნდა დაადგინონ, მე ვსაუბრობ იმაზე, რომ როდესაც რამე ახალი პროექტი ხორციელდება კომპლექსური დასკვნები უნდა დაიდოს, მე ეჭვი მაქვს, რომ ეს კომპლექსური შესწავლა არ მომხდარა, რადგან არ ჩანს არც დასკვნები და არც ის ადმაიანები, ვინც ეს შესწავლები მოახდინა. ამ შემთხვევაში პოლიტიკა არაფერ შუაშია - ამბობს სამუშია „ნიუპოსტთან“ საუბარში.

სამუშიას მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს მისი კოლეგა, საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-თბილისის" თავმჯდომარე, ირაკლი აბესაძე აბსურდულს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით მოგონილ არასერიოზულ ბრალდებას უწოდებს. აბესაძის განცხადებით ტრაგედია მთავრობის გაუმართავმა სისტემამ გამოიწვია. მისი განმარტებით, ხელისუფლებას 13 ივნისის სტიქიამდე 10 დღით ადრე მომხდარი წყალდიდობა (როდესაც ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფარი დაიტბორა) „ინდიკატორად“ უნდა გამოეყენებინა და სვანიძის ქუჩაზე მოსალოდნელი განმეორებითი სტიქია განესაზღვრა. აბესაძის თქმით, არასათანადო რეაგირებსი გამო, ხელისუფლება სტიქიის წინაშე, უძლური აღმოჩნდა, მათ ადამიანების წინასწარი ინფორმირება და შესაბამისი ევაკუაცია ვერ შეძლეს, ყოველივე აღნიშნული კი ბევრ კითხვის ნიშნებს ბადებს.

„აღნიშნული პროექტისა და გეოლოგიური დასკვნების შესახებ ჩვენი ოპონენტებისგან საკმაოდ არაკვალიფიციურ და არასერიოზულ ბრალდებებს ვისმენთ, ეს ადამიანები შეგნებულად ცდილობენ საზოგადოების მოტყუებას. პროკურატურაში უკვე დევს ეს დასკვნები და შესაბამისად ამაზე სპეკულირება მათი მხრიდან უნდა დასრულდეს.

ტრაგედია გამოიწვია, მოხლოდ იმან, რომ ვერ მოხერხდა ადამიანების წინასწარი ინფორმირება და შესაბამისად ევაკუაცია სტიქიის ზონიდან. ეს ზონა არ იყო ძალიან დიდი, ჩვენ არ ვსაუბრობთ ქალაქზე, ვსაუბრობთ მოხლოდ ერთ მაგისტრალზე, სადაც 10 დღით ადრე მოსულმა ნალექმა ასევე გამოიწვია ცხოველთა თავშესაფრის დატბორვა. ანუ ხელისუფლებას ყველანაირი ინდიკატორი ჰქონდა იმისთვის, რომ კვლავ მოხდებოდა სტიქიური უბედურება სვანიძის ქუჩაზე. თუმცა, რა თქმა უნდა, შედეგების წარმოდგენა შეუძლებელი იქნებოდა. უბრალო სახლის დატბორვის შემთხვევაშიც კი, სამაშველო სამსახურები ვალდებულნი არიან, მოახდინონ რეაგირება ადამიანების და ქონების გადასარჩენად. რეაგირება არ არის მხოლოდ გარდაცვლილი ადამიანების ძიება. ამ თვალსაზრისით არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, რამდენად ეფექტურად და სწორად იმოქმედა ხელისუფლებამ სტიქიის დაწყების პირველივე წუთებიდანვე და რამდენად შეიძლებოდა, ზოგ შემთხვევაში მაინც, ტრაგედიის თავიდან არიდება. ეს არის ამ საკითხის მეორე ნაწილი, ასევე ძალიან ფართო და ძალიან მნიშვნელოანი, რომელსაც აუცილებლად უნდა გასცეს პროკურატურამ პასუხი, თუმცა რამდენად მიმდინარეობს გამოძიება ამასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არ ვიცით. ერთადერთი რაზეც მიმდინარეობს გამოძიება, ეს არის მტაცებელი ცხოველის შემთხვევა, როდესაც ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა და სამწუხაროდ, ეს ადამიანი გარდაიცვალა, რაზედაც ხელისუფლება არ აპირებს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს. ის რომ ცხოველის ძებნა შეწყევტილი იყო, რა თქმა უნდა უკავშირდება ხელისუფლების დაბნეულბას და არაორგანიზებულობას. ამ მიმართულებით არსებობს ძალიან ბევრი შეკითხვა, ამ მიმართულებით პროკურატურა მუშაობს, რისი საწინააღმდეგოც არაფერი გვაქვს, უბრალოდ არ გვგონია, გამოძიება იყოს ობიექტური. ისინი ეცდებიან, არ გაამახვილონ ყურადღება იმ დაგვიანებულ რეაგირებებზე, რომელზეც დაზარალებული მოსახლეობა საუბრობს და რომელიც კონკრეტული წუთის სიზუზტით არის აღრიცხული - განაცხადა აბესაძემ.

უმცირესობის წევრს კითხვები აქვთ, მეწყერის ჩამწოლის შემდეგ რას აკეთებდა ხელისუფლება, როდესაც სვანიძის ქუჩაზე აღმოჩნდა თბილისის მერი თავის პირად დაცვასთან ერთად. აბესაძე ამბობს, რომ ნარმანიას მაშინვე უნდა მოეთხოვა შესაბამისი სამსახურების დროული ჩართვა სტიქიის ადგილებზე. ,,ანუ ნარმანია ხვდებოდა რომ გარკვეული ტიპის პრობლემები იყო ქალაქში და აკეთებდა ჩამოვლას, რაც კარგია, მაგრამ თბილის მერი არ არის ადამიანები, რომელმაც ადამიანები უნდ გადაარჩინოს და სამაშველო ღონისძიებები გაატაროს, თბილსის მერი არ არის საგანებო სამსახური, რომელიც საკმაოდ დაგვიანებით მივიდა, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსთავი2 ის ჟურნალისტებზე, რომლებმაც ხელსიულების წარმომადგენლებს დაასწრეს მისვლა, ანუ ინფომაციის ნაკლებობა, რომ ქალაქში ხდბოდა უბედურება არ არსებობდა.

ადამიანებს რომლებსაც უნდოდათ რეაგირება, ეს მოახერსეს, ეს ეხება ჟურნალისტებს და ეს ეხება ნაწილობრივ თბილისის მერს, მაგრამ მისი მისვლა არაფრის მომტანი არ იყო, ამიტომ შესაძლოა მისი შეცდომაც იყოს, რომ მისი მისვლის მაგივრად შს მინისტრის მისვლა არ მოითხოვა და უფრო კატეგორიულად არ მოითხოვა სახელმწიფო სამსახურების დროულად ჩართვა იმ ადგილებში სადაც ატყობდა, რომ იქმნებოდა პრობლემები“- აცხადებს აბესაძე.

შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, აბესაძე ვარაუდობს რომ, შესაძლოა პროკურატურამ ძიება კონკრეტული ადამიანების მიმართ დაიწყოს, თუმცა სასურველ შედეგს ვერ მიიღებენ, რადგან კვალიფიციური სპეციალისტები სიმართლეს იტყვიან.

საკრებულოს უმცირესობსი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ სასამართლო 13 ივნისის ტრაგედიაში ბრალდებული პირების წინა ხელისუფლებაში მოძიებას ვერ შეძლებს.

,,ჩვენ არ ვთვლით, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური სპეკულაციები პროკურატურის გამოყენებით გამოუვა. არ გამოვრიცხავთ, რომ ძიება კონკრეტული ადამიანების მიმართ დაიწყოს, მაგრამ საერთო ჯამში შედეგი ვერ დადგება მარტივი მიზეზის გამო - ვერცერთი კვალიფიციური სპეციალისტი, თუნდაც მოსყიდული, ვერ იტყვის და ვერ დაასაბუთებს, როგორ შეიძლება ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები იყოს ის გვირაბები, რომელიც მდინარე ვერეს შუა ნაწილში დამონტაჟდა, მაშინ, როდესაც მანამდე გვირაბები საბჭოთა კავშირის დროს იყო აშენებული. ვერავინ დასააბუთებს, თეორიულადაც კი, გვირაბი როგორ გაზრდიდა წყლის მოცულობას. სასაცილოა, მაგრამ ეს ხალხი ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ აშენებულმა გვირაბებმა წყლის მოცულობა გაზარდეს. ადამიანები, რომლების ამტკიცებენ, რომ გვირაბის არარსებობის შემთხვევაში წყალი გაიშლებოდა, აქვს მარტივი პასუხი - წყალს ჰქონდა გაშლის საშუალება, მაგრამ არ გაიშალა. აქ ტყუილის თქმა და ტყუილი დასაბუთება უბრალოდ შეუძლებელია.

დაგვრჩება ისევ ეს ვერეს ხეობა და ვერეს მაგისტრალი, რომელზეც ხელისუფლება ამბობს, რომ უნდა აღადგინოს და თუ მისი აღდგენა ადამიანის სიცოცხლისთვის არის საშიში, ამაზე პასუხისმგებლობას ხელსიუფლება უნდა იღებდეს, დანარჩენი პრევენციული ღონისძიებები, რომელზეც საუბრობენ, რომ უნდა ჩატარდეს ვერეს ხეობაში, ეს არის სწორი. პრობლემა არის ის, რომ გზა არ იყო ჩაკეტილი და ადამიანები არ იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, რომ შესაძლოა მომხდარიყო სტიქიური უბედურება.

იმის შიში, რომ საბოლოო ჯამში სასამართლოს მხირდან დადასტურებული იქნება ვინმეს დანაშაულებრივი მოქმედება და რამე კავშირში იქნება ამ ტარგედიასთან, ამის მოლოდინი არ გვაქვს.

გეოლოგიური დასკვნა არის საქართველოს პროკურატურაში. თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და სთხოვოთ დაგიდასტურონ ან უარყონ, რომ მათ საგამოძიებო მოქმედებების დროს არ ამოუღიათ გეოლოგიური დასკვნები. ამ ტყუილს, რა თქმა უნდა, პროკურატურა ვერ იტყვის“ - ამბობს აბესაძე.

ვაკე საბურთალოს ახალი გზის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მშენებლობის დაწყების წინ გეოლოგიური დასკვნა არ გააჩნდა "ახალი გზის" პროექტის ავტორი - გეოლოგი თამაზ შილაკაძე გამოეხმაურა.

"ახალი გზის" პროექტის ავტორი განმარტავს, რომ სამუშაოების დაწყებადე რამდენიმე კვლევა ჩატარდა და შესაბამისი დასკვნებიც დაიდო.

შილაკაძე თავის არქივში დაცული დოკუმენტაციის გასაჯაროებასაც გეგმავს.

„ჩატარდა ყველანაირი კვლევა, ბიოლოგიური, ეკოლოგიური, გარემოს დაცვითი შეფასების, მიწისქვეშა კომუნიკაციური და ასე შემდეგ. მთელი კომპლექტი ჩაბარდა მერიას. ამის შემდეგ იწყებოდა მერიის ფუნქციები, მშენებლობის დაწყების ნებართვა, თუ ნებრათვა ეკოლოგიური სამსახურების. მერე უკვე მე არ მომიკითხავს და დანარჩენი მე არ მეხებოდა,“-განაცხადა თამაზ შილაკაძემ.

არსებული გაუგებრობის განსამარტად „ნიუპოსტი“ საქართველოს მთავარ პროკუტრატურას დაუკავშირდა. კითხვაზე, საგამოძიებო მოქმედებებისას და შესაბამისი დოკუმენტების მოძიებისას მოიპოვა თუ არა პროკურატურამ „ვაკე-საბურთალოს ახალი გზის მშენებლობისთვის მომზადებული პროექტის გეოლოგიური დასკვნა“, უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მართალია აღნიშნული თემა საიდუმლო არ არის, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კომენტარს არ გააკეთებენ.

ცნობისათვის, სტიქიიდან მეორე დღეს თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევის ფაქტზე, რასაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე შედეგი მოჰყვა.

პროკურატურამ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურიდან ვაკე-საბურთალოს ახალ გზასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გამოითხოვა - ამის შეასახებ ,,კვირის პალიტრა“ წერს. საინტერესოა, რომ დოკუმენტაციაში პროექტის გეოლოგიური დასკვნა არ აღმოჩნდა. ,,ის დოკუმენტების ნუსხაში ფიგურირებს, თუმცა, კეთილმოწყობის სამსახურის არქივში არ არის. შესაძლოა, დასკვნა პროექტის შემსრულებელ კომპანიას ჰქონდეს ან საერთოდ არც არსებობდეს“ - წერს გამოცემა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42