ევროკავშირის უმაღლესი ევროკომისრის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებისა, ევროკავშირი რუსეთთან სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობას განაგრძობს.
ამის შესახებ მოგერინიმ ლუქსემბურგში ევროსაბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„რუსეთის ეკონომიკურ სექტორში გარკვეული სანქციების გახანგრძლივება მარტივი გადაწყვეტილება არ იყო. ეს არის ერთობლივი გადაწყვეტილება. სანქციების გამარტივების საკითხი, მინსკის ხელშეკრულების შესრულებაზეა დამოკიდებული“ - განაცხადა ევროკომისარმა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მარტის სამიტის ლოგიკური გაგრძელებაა, რადგან სამშვიდობო ხელშეკრულების შესრულებაში პოზიტიური სიახლე არ შეინიშნება.
„ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის გამჯობესებისა და დიალოგის გაზრდის ძალისხმევა არ არსებობს. არის მთელი რიგი საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც რუსეთთან კოსნტრუქციულად ვთანამშრომლობთ. ჩვენ მზად ვართ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისთის, მათ შორის მინსკის ხელშეკრულების შესრულებაში“ - დასძინა მოგერინიმ.
მასალის გამოყენების პირობები






