იანუკოვიჩმა მაიდანზე მომიტინგეების მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ნაწილობრივ აიღო
მსოფლიო - 11:29, 23 Jun, 2015     1038

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში მაიდნის მოვლენებზე, ყირიმის ოკუპაციასა და მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებზე ისაუბრა.

იანუკოვიჩმა 2014 წლის თებერვალში ანტისამთავრობო გამოსვლების დროს კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე დემონსტრანტების მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ნაწილობრივ აიღო.

„მე არ უარვყოფ პასუხისმგებლობას“ - განაცხადა იანუკოვიჩმა მაიდნის მოვლენებზე საუბრისას.

იანუკოვიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომიტინგეთა წინააღმდეგ იარაღის გამოყენებისა და ცეცხლის გახსნის ბრძანება არასოდეს გაუცია, თუმცა დასძინა, რომ სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად საჭირო ზომები არ მიუღია.

„თუმცა უსაფრთხოების ძალებმა კანონის ფარგლებში თავიანთი მოვალეობა შეასრულეს. მათ ჰქონდათ იარაღის გამოყენების უფლება“ - განაცხადა ექსპრეზიდენტმა.

ყირიმის ანექსიაზე საუბრისას, იანუკოვიჩმა ომს ღამის კოშმარი უწოდა, რომელიც რეალობად იქცა. "დღეს ამ ვითარებიდან გამოსვლის გზები უნდა ვეძიოთ. ახლა ომია. ისინი ყირიმის დაბრუნებაზე საუბრობენ, მაგრამ როგორ? ომით? გვინდა კიდევ ერთი ომი? - განაცხადა იანუკოვიჩმა.

მისივე თქმით, კიევში მის ოპონენტებს არ უნდა განეხორციელებინათ სამხედრო გადატრიალება და არ უნდა მომხდარიყო მემარცხენე-რადიკალური ძალების ფორმირება.
"მე ისინი გავაფრთხილე, რომ ისინი მაიდანზე არ შეჩერდებოდნენ, რომ ისინი უფრო შორს წავიდოდნენ და ასეც მოხდა. მათ დაანაწევრეს ქვეყანა. მათ მთელი მსოფლიო ამ კონფლიქტში ჩართეს" - აღნიშნა იანუკოვიჩმა.

მისი თქმით, დონბასი უკრაინის ნაწილად უნდა დარჩეს და აშშ-მა და ევროკავშირმა უნდა მოუწოდონ კიევს, ამბოხებულთა ლიდერებთან მოლაპარაკებები გამართონ.

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მას უკრაინის ბიუჯეტიდან თანხები არ მოუპარავს. თუმცა, აღიარა, რომ ქვეყანაში იყო კორუფცია.

იანუკოვიჩის თქმით, 2014 წლის 23 თებერვალს, სპეცსამსახურების გაგზავნით, ვლადიმერ პუტინმა მისი სიცოცხლე იხსნა.

„ის, რომ ვლადიმერ პუტინმა ჩემ გადასარჩენად სპეცსამსახურის ძალები გამოგზავნა, მისი მხრიდან სწორი საქციელი იყო. რა თქმა უნდა მისი მადლიერი ვარ, რადგან ჩემი სიცოცხლე იხსნა“ - განაცხადა იანუკოვიჩმა.

ინტერვიუს დასასრულს, იანუკოვიჩმა აღნიშნა, რომ მას იმედი აქვს, რომ ერთ დღესაც უკრაინაში დაბრუნდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42