ივანიშვილის სასამართლო და პროკურატურა პოლიტიკურ მითითებებს ასრულებს -ოთო კახიძე
სამართალი - 20:01, 22 Jun, 2015     1758
საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით გამოეხმაურა ექსპრეზიდენტის ადვოკატი. ოთარ კახიძე ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანოს განცხადებაში მნიშვნელოვანი სიახლე არ არის. მისივე თქმით, ეს განცხადება გაუგებარია, რადგან დაცვის მხარეს მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა არც მოუთხოვია. ოთარ კახიძემ ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი მტკიცებულებები განხორციელდა სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნით, ადვოკატის თქმით, პროკურატურამ სტრაბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური მოტივაციით გამოიყენა.

,,ჩვენ სადაოდ იმა კი არ ვხდით, რომ მტკიცებულებები დარღვევით არის მოპოვებული, ჩვენ ვთვლით, რომ ამ მტკიცებულებების შინაარსი არ ადასტურებს ბრალდებას და მათ არანაირი კავშირი არ აქვთ დანაშაულთან. რაც შეეხება იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაავალა გამოძიება, ეს არის სიცრუე. მათ გამოიყენეს სტრასბურგის სასამართლო იმისთვის, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორება განეხორციელებინათ. გირგვლიანის გვარის ხსენება არის მათთვის მნიშვნელოვანი, რომ ამ ტრაგედიით სპეკულირება განაგრძონ. სხვა მხრივ სისხლის სამართლის საქმე არანაირ მტკიცებულებებს არ ეყრდნობა, იქ არის ოლეგ მელნიკოვის ირიბი ჩვენება, რომელსაც მიხეილ სააკაშვილთან არანაირი შეხება არ აქვს“

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ დაუშვა სასამართლომ მაიკ ტერნერისა და ჯონ მაკკეინის განცხადებები მტკიცებულებად, სადაც საქმის პოლიტიკურად მოტივირებულობაზეა საუბარი, მაშინ როცა, ადვოკატის თქმით, აღნიშნული წერილების წარდგენა მოხდა ინტერპოლში, რომლის მიხედვითაც ინტერპოლმა იხელმძღვანელა.

"ივანიშვილის სასამართლო და პროკურატურა ხელმძღვანელობს არა კანონმდებლობით, არამედ ხელმძღვანელობს პოლიტიკური კონიუქტურითა და პოლიტიკური მიზეზებით. ისინი იქცევიან ბიძინა ივანიშვილის მითითებებით"- აცხადებს ოთო კახიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42