პროკურატურამ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურიდან ვაკე-საბურთალოს ახალ გზასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გამოითხოვა. ამის შესახებ გაზეთი "კვირის პალიტრა" წერს .
„სტიქიიდან მეორე დღეს თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევის ფაქტზე, რასაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე შედეგი მოჰყვა. გამოძიება შეისწავლის, მდინარე ვერეს ხეობაში სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე გამოიკვლიეს თუ არა ადგილმდებარეობა, გაითვალისწინეს თუ არა მოსალოდნელი რისკები და დაიცვეს თუ არა უსაფრთხოების ნორმები მშენებლობისას. პროკურატურამ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურიდან ვაკე-საბურთალოს ახალ გზასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გამოითხოვა. საინტერესოა, რომ დოკუმენტაციაში პროექტის გეოლოგიური დასკვნა არ აღმოჩნდა(!) - ის დოკუმენტების ნუსხაში ფიგურირებს, თუმცა, კეთილმოწყობის სამსახურის არქივში არ არის. შესაძლოა, დასკვნა პროექტის შემსრულებელ კომპანიას ჰქონდეს ან საერთოდ არც არსებობდეს“, - წერს გამოცემა.
წყარო: "კვირის პალიტრა"
მასალის გამოყენების პირობები






