„საქმე გადაგზავნილია უკვე პროკურატურაში და მიმდინარეობს ძიება“ - განაცხადა „გურიის მოამბესთან“გაერთიანებული ბაღების ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით წულაძემ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხვარეთის საბავშო ბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ, გაერთიანებული ბაღების ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით წულაძემ საბავშვო ბაღის 5 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.
მისივე განცხადებით, მაჩხვარეთის საბავშვო ბაღში დროებით მოვალეობის შემსრულებლად ამავე ზონის კოორდინატორი გვანცა ჩხარტიშვილი დაინიშნა.
„აქ მანამდე ყოფილა დაძაბულობა, თუმცა მე ეს ხელმძღვანელმა დამიმალა და გვიან გავიგე...საქმე გადავაგზავნეთ უკვე პროკურატურაში და ეს თანამშრომლები ზენაიშვილი მადონა, უფროსი აღმზრდელი, მისი შვილი ნინო ქერქაძე, (ექთანი) , მზარეული ხათუნა ცინცაძე და მისი შვილი ანი კერესელიძე გავათავისუფლე... ამ დილით შევთავაზეთ ნინო ხალვაშს მუშაობა, რადგან ძალიან გამოცდილია ამ სფეროში და მან უარი განაცხადა, გვითხრა რომ კერძო სფეროში აპირებს საქმიანობის გაგრძელებას. ჯერ არ ვიცით ვინ დაინიშნება, ალბათ ისევ შიგნით მოხდება კადრის შერჩევა“, _ დასძინა წულაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






