სიძულვილის ენა ინტერნეტმედიაში - ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება
სამართალი - 18:00, 21 Jun, 2015     1342
სამართლის ექსპერტი ირაკლი კობიძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც ინტერნეტმედიაში გავრცელებულ მასალაზე სიძულვილის ენით დაწერილ კომენტარებს ეხება.

,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება მედიასაშუალებების გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით

საქმე შეეხება ესტონურ ინტერნეტ მედიაკომპანიას Delfi, რომელსაც ესტონურმა სასამართლოებმა დააკისრეს საზღვაო ტრანსპორტის კომპანიის სასარგებლოდ 320 ევროს გადახდა იმის გამო, რომ მან დროულად არ წაშალა მკითხველების მიერ სიძულვილის ენით დაწერილი კომენტარები, რომელიც თან ერთვოდა საზღვაო კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სტატიას.

Delfi-მ მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მის მიმართ გამოხატვის თავისუფლების შესაძლო დარღვევის ფაქტის გამო.

სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ Delfi-ს მიმართ ადგილი არ ჰქონდა კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული თავისუფლების დარღვევას, შემდეგ გარემოებათა გამო:

1. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტმედია წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის უპრეცედენტოდ ეფექტურ საშუალებას, ამავდროულად იზრდება სიძულვილის ენით გაკეთებული განცხადებებისა და ძალადობრივი მოწოდებების დიდი მასშტაბებით გავრცელების რისკი.

2. ინტერნეტმედია იმით განსხვავდება ვიდეო, აუდიო და ბეჭდური მედიისაგან, რომ ამ უკანასკნელის შემთხვევაში მომხმარებელთა მიერ გაკეთებული კომენტარები ხვდება რედაქტორის მოქმედების არეალში მათი საჯაროდ გამოქვეყნებამდე, მაშინ როდესაც ინტერნეტმედიაპორტალზე მომხმარებლები რედაქტორის გვერდის ავლით აქვეყნებენ თავიანთ კომენტარებს. შესაბამისად სიძულვილის ენით გაკეთებული განცხადებების გავრცელებაზე პასუხისმგებლობა განსხვავებულია.

3. ძალზე ხშირად, ინტერნეტმედიის მოხმარებლები კომენტარებს აქვეყნებენ არაიდენტიფიცირებადი სახელებით, როგორც ეს Delfi-ს შემთხვევაში იყო, შესაბამისად საზღვაო ტრანსპორტირების კომპანიას არ ჰქონდა შესაძლებლობა სარჩელი აღეძრა უშუალოდ კომენტარების ავტორთა წინააღმდეგ.

4. შესაბამისად, პასუხისმგებლობა სწორად დაეკისრა ინტერნეტმედიასაშუალებას იმის გამო, რომ მან დროულად არ წაშალა სიძულვილისა და ძალადობის შემცველი კომენტარები (წაშალა გამოქვეყნებიდან 6 კვირის შემდეგ, როდესაც საზღვაო ტრანსპორტირების კომპანიის იურისტებმა წერილობითი მოთხოვნით მიმართეს).

5. და ბოლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ მსგავს შემთხვევებში პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს პროფესიონალურ ინტერნეტმედიასაშუალებებს და აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხება ისეთ გარემოებებს, როდესაც კომენტარები ინტერნეტფორუმზე გაკეთებულია ფორუმის მენეჯერის მიერ თემატიკის წინასწარი გამოქვეყნების გარეშე; ან როდესაც თემატიკის მომწოდებელი ,,კერძო" ,,მოყვარული" პირია, რომელიც მართავს პირად ვებ-გვერდს ან ბლოგს“ - წერს ექსპერტი ირაკლი კობიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42