უწმინდესის თქმით, დიდი სიყვარული გამოიჩინე უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა და ყველაფერი გააკეთეს, რათა დაზარალებულთა დახმარებაში მიეღოთ მონაწილება.
,,ის მოვლენა, რომელიც ჩვენ განვიცადეთ ამ დღეებში, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ღმერთი არის გამგებელი ყოვლისა სოფლისა, ღმერთი მოუვლენს განსაცდელსაც და სიხარულსაც. მე ადრეც მითქვამს ძველი აღმოსავლური გამოთქმა - "ჰოი სიხარულო, შენ ხარ საწყისი მწუხარებისა და ჰოი მწუხარებავ, შენ ხარ საწყისი სიხარულისა". ასეთი ცვალებადობაა სიხარულსა და მწუხარებას შორის. ჩვენ ვმადლობთ ყველაფრისთვის უფალს. ვმადლობთ მისი დიდი წყალობისთვის. ეს იყო განსაცდელი, ეს იყო გამოცდა ქართველი ადამიანის და მადლობა უფალს, რომ ეს გამოცდა ჩვენმა ხალხმა ღირსეულად ჩააბარა. მთელი ხალხი გამოვიდა გაჭირვებულთა დასახმარებლად. ეს იყო მართლაც სიხარულის და სიყვარულის გამოვლინება. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღმერთი გვაძლევს ამ თანაგრძნობას, ამ მადლს, მთელი ახალგაზრდობა გამოვიდა გაჭირვებულთა დასახმარებლად და ჩვენ კიდევ ერთხელ ვიგრძენით, როგორი ძლიერია ჩვენი სამშობლო, როგორი მადლიანია ქართველი ადამიანი", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
მასალის გამოყენების პირობები