ზუგდიდში ახალგაზრდების აქცია ,,არა ოკუპაციას’’ პოლიციამ ენგურის ხიდთან არ მიუშვა
საზოგადოება - 22:27, 24 Feb, 2013     1461

 


როგორც ,,ნიუპოსტის'' ადგილობრივი კორესპონდენტს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ანი წითლიძემ განუცხადა, მიუხედვად იმისა, რომ პირადად ჰყავდათ წინასწარ გაფრთხილებული ადგილობრივი და სამხარეო პოლიციაც, აქციის მონაწილეები მანქანებით არ გაატარეს და მათ მოუხდათ ხიდამდე ფხით გავლა, თუმცა იგივე სამხარეო პოლიციამ გაატარა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანქანები, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ აქციის მიმდინარეობას.

news


ადგილზე იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთს გუბერნატორი თენგიზ გუნავა, მან პოლიციელებს მიუთითა, რომ დაეშვათ ახალგაზრდები ენგურის ხიდამდე და რომ ისინი თვად უნდა იყვნენ ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეები. თენგიზ გუნავას გუნავას ამი გამო შელაპარაკებაც მოუწია ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილესთან, გუნავამ საკუთარი მაგალითიც მოუყვანა პოლიციის მაღალჩინოსანს, რომ მისი მუშაობის პერიოდში ახალგაზრდების მსგავსი სამშვიდობო აქცია არასოდეს შეუფერხებია.


პოლიციამ ახალგაზრდების აქციის შეფერხების მიზეზად მანქანების დიდი რაოდენობა დაასახელა.

,,მიუხედავად, იმისა რომ ქართველმა პოლიცილებმა ალბათ ,,ზემოდან'' მიიღეს დავალება და ენგურის ხიდზე შეშვებისას პრობლემები შეგვიქმნეს, მაინც მჯერა რომ მათი უარიც აქვთ ოკუპანტებს და თუ ასე საჯაროდ არა გულში მაინც ყველა პოლიციელისთვის აქტუალურია ,,არა ოკუპაციას'', - განაცხადა ანი წითლიძემ.


,,ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის'' მიერ მომზადებული აქცია ,,არ ოკუპაციას" უკვე დასრულებულია. მათ საქართველოს დროშა ჩამოკიდეს ენგურის ხიდთან აღმართულ სიმბოლურ იარაღთან, ჰაერში აუშვეს ფრანი საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკით.
აქცია დაიწყო ზუგდიდში 9 აპრილის მემორიალთან, სადაც სანთლებით დაწერეს ,,არა ოკუაპციას" და ჰაერში ასევე აუშვეს ფრანები. აქციას შემოუერთდა მოძრაობა ,,პატრიოტები" და რიგით მოქალაქეები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42