ბრიტანული გამოცემა The Guardian 13 მაისის წყალდიდობას ეხმაურება და მოსახლეობას გაქცეულ ცხოველებთან მოქცევის წესებს სთავაზობს. გთავაზობთ სტატიას:
„თბილისში ძლიერი წყალდიდობის შემდეგ ზოოპარკიდან გაქცეულმა თეთრმა ვეფხვმა ოთხშაბათს მამაკაცის სიცოცხლე შეიწირა, ხუთშაბათს კი საქართველოს მთავრობის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ კიდევ ერთ ვეფხვსა და აფთარს ეძებენ.
შეიარაღებული სამთავრობო ძალები ხუთშაბათ დილიდან მუდმივად პატრულირებდნენ, შეშინებული მცხოვრებლები კი უმნიშვნელო ხმაურზეც კი საგანგებო სამსახურებში რეკავდნენ. თუმცა, რა უნდა ქნან მათ, თუკი ვეფხვის წინაშე პირისპირ აღმოჩნდებიან?
TigerTimeის მენეჯერი და ვეფხვების საბინადრო ტერიტორიაზე მოგზაურობის ვეტერანი, ინდოეთის ეროვნულ პარკში რეინჯერად მუშაობის გამოცდილებაზე დაყრდნობით ვიკიფლინი რამდენიმე რჩევას გვთავაზობს.
- არ გაიქცეთ. ვეფხვს, ისევე როგორც ყველა კატას გამოკიდება უყვარს. ბადჰავგარის ეროვნულ პარკში ვეფხვებმა მაღალ ბალახში დააფრთხეს სპილო, რომელმაც მომთვინიერებელი ზურგიდან გადმოაგდო და გაიქცა. მომთვინიერებელმა, რომელიც სამი ვეფხვის წინაშე პირისპირ მარტო აღმოჩნდა, ინსტინქტებს სძლია და უკან ნელი ნაბიჯებით სვლა დაიწყო. ასე მიდიოდა ორი საათი, თუმცა გადარჩა.
- არ მიუახლოვდეთ ვეფხვს. ვეფხვებს, განსაკუთრებით კი დატყვევებულებს, უცხო გარემოსი ეშინიათ და მათთნ მიახლოებისას სავარაუდოდ, ძალიან აღელდებიან. მისგან თავი შორს დაიჭირეთ.
- ადით მაღალ ადგილზე. ისინი კარგად ვერ დაცოცავენ, ამიტომ, როგორც წესი, ხეზე არ ამოგყვებიან.
- გაიმართეთ. ვეფხვები ერთმანეთისგან ვერ განასხვავებენ მოხრილ ადამიანს, ტახსა ან ირემს.
- ნუ განაწყობთ ვეფხვს მტრულად. თუკი ვეფხვი მიხვდება , რომ მას თავს ესხმით, თავდაცვას გადაწყვეტს და ცოტა ადამიანს თუ შეუძლია თავის დაღწევა მისი თავდასხმის შემთხვევაში.
- ნუ მოშარდავთ ვეფხვის ტერიტორიაზე. ვეფხვები თავიანთ ტერიტორიებს ნიშნავენ და თუ თქვენც ასე მოიქცევით, ვეფხვი თქვენ საფრთხედ მიგიჩნევთ.
- თავი შორს დაიჭირეთ დაჭრილი ან მოხუცი ვეფხვისგან. მათგან თავდასხმის ალბათობა მეტია და ადამიანებთანაც უფრო ხშირად შემოდიან კონტაქტში, რადგანაც იოლ მსხვერპლს ეძებენ, ხშირშემთხვევაში - პირუტყვს. "

მასალის გამოყენების პირობები






