დაკითხვა დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა და გვიან ღამით დასრულდა.
საგამოეძიებო უწყებაში ასევე, დაიკითხა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენელი. მისი განცხადებით, გამოძიებას კითხვები გუშინ მომხდარ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით ჰქონდა.
„ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე გუშინ, სტიქიის დროს თბილისის ზოოპარკიდან გაქცეული თეთრი ვეფხვი გამოჩნდა. მტაცებელმა ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე მოქალაქე ოთარ ცუხიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
გამოძიების ფარგლებში, გუშინვე, თბილისის პროკურატურაში ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე და მისი მოადგილე დაკითხეს.
მასალის გამოყენების პირობები






