უწყების ინფორმაციით, გამოძიება გრძლედება და უახლოეს ხანებში დაიკითხებიან კრიზისების მართვის საბჭოს თანამშრომლები და შსს-ს წარმომადგენლები და ყველა ის პირი, ვისაც შესაძლოა, აღნიშნულ ფაქტთან შეხება ქონდეს.
"რაც შეეხება იმას, რომ დღეს ადამიანი გარდაიცვალა, ამის თაობაზე საქართველოს მთავარი პროკურატურა ვალდებული იყო დაეწყო მოკვლევა. ამასთან დაკავშირებით შესაძლოა სხვადასხვა ადამიანი იყოს მოწმის სახით დაკითხული, თუმცა, ამაში უჩვეულო არაფერი არ არის. ეს არის ჩვეულებრივი პროცედურები. ყველაფერს გამოძიება დაადგენს, თუმცა ყველანი კარგად ვხვდებით, რომ საქმე გვაქვს მაღალი ალბათობით ტრაგიკულ, უბედურ შემთხვევასთან“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა საგანგებო შტაბის სხდომაზე
თბილისის პროკურატურაში ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე და მისი მოადგილე უკვე დაკითხეს. მათ პროკურატურის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვეს.
”ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე სტიქიის დროს თბილისის ზოოპარკიდან გაქცეულმა თეთრი ვეფხვმა მოქალაქე ოთარ ცუხიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები






