შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 18:56, 17 Jun, 2015     3927

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვეფხის თავდასხმის შედეგად ადამიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

შსს-ს განცხადბაში ნათქვამია, რომ მიუხედავად გავრცელებული განცხადებისა, რომლის მიხედვითაც ქალაქის ტერიტორიაზე მტაცებელი ცხოველები აღარ იმყოფებოდნენ, უწყებას სამძებრო სამუშაოები არ შეუწყვეტია.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მტაცებლის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქის გამო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ ცხოველები აღარ არიან ქალაქში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტიქიის ზონაში პატრულირება არ შეუწყვეტია. არაერთხელ შემოწმდა შენობა, სადაც ვეფხვი თავს დაესხა მოქალაქეს. შსს-ს წარმომადგენლებმა ვერ მოახერხეს შენობაში შესვლა, რადგან ეს შენობა არის გისოსებში და მისი რკინის კარი დაკეტილი იყო. მოქალაქე, რომელმაც გააღო აღნიშნული შენობის კარი და ერთ–ერთი პირველი შევიდა შენობაში, მტაცებელი ცხოველის მსხვერპლი გახდა. მასთან ერთად კიდევ ორი მოქალაქე იმყოფებოდა, რომლებმაც გაქცევა შეძლეს და სამართალდამცველებს შეატყობინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფები ამჟამადაც აგრძელებენ სამძებრო ღონისძიებებს მთელი თბილისის მასშტაბით.
მომხდარზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს მთავარი პროკურატურა,"-ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42