დავით შერვაშიძემ მარნეულის რაიონში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა
საზოგადოება - 11:47, 24 Feb, 2013     357
ფერმერებთან ერთად, საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში მარნეულის რაიონში მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს.

როგორც შერვაშიძემ განაცხადა, "სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს ქვეყანაში საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების ფუნქციონირების გაუმჯობესება წარმოადგენს".

"ქვეყნის მასშტაბით 2013 წელს 50-მდე სარწყავი არხი აღდგება. ქვემო ქართლის რეგიონში საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ხვნის პროცესის გარდა, სარწყავი სისტემების რეაბილიტაციის პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს. გარდაბნის რაიონის ცენტრალურ მაგისტრალზე გაწმენდით-აღდგენითი სამუშაოები უკვე ხორციელდება. აღნიშნულ რაიონში სარწყავი არხების დანალექი გრუნტისგან გაწმენდის შემდეგ 8 ათასი ჰა მიწის ფართობი მოირწყვება", - განაცხადა დავით შერვაშიძემ.

გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორის ვაჟა კირტავას განცხადებით, მიმდინარე წელს არხებზე ჩატარებული სარეაბილიტაციო და აღდგენითი სამუშაოების შედეგად, რწყვის სეზონის დაწყებამდე 70 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი უზრუნველყოფილი იქნება სარწყავი წყლით.

საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში, აგროვადების გათვალისწინებით, სამუშაოები ქვემო ქართლის რეგიონის სოფლებიდან დაიწყო. რეგიონში 70 ათასი ბენეფიციარისთვის 24 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი დამუშავდება. ჯამში მთავრობა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დაეხმარება 640 000-ზე მეტ მიწის მესაკუთრეს, ვისაც საკუთრებაში 0-დან 5 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აქვს. მცირემიწიანი ფერმერები სასოფლო-სამეურნეო ბარათის ფორმით მათ სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის კატეგორიის შესაბამის სარგებელს მიიღებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42