„ახალგაზრდა ადვოკატები“ ე.წ. „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით სასამართლო ხელისუფლებას მიმართავს
სამართალი - 14:32, 15 Jun, 2015     1233
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ცნობით ყურადღება უნდა გამახვილდეს და უნდა იქნას შესწავლილი ჯუღელის მოქმედებები და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს შემთხვევა, რა ნათესაურ კავშირში იმყოფება აღნიშნული მოსამართლე პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი დემოკრატების“ გუნდის წევრებთან. ორგანიზაცია ასევე სასამართლოსგან მკაფიო განმარტებების გაკეთებას ითხოვს, რითაც მართლმსჯულების განხორციელებაში პოლიტიკური გავლენები აღარ იქნება.

"ორგანიზაცია გაეცნო ე.წ. „კაბელების საქმეზე“ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებას, რომელიც პროფესიულ კითხვებს აჩენს. ორგანიზაციის თქმით, მოსამართლემ მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვის დროს, შეიძლება ითქვას, გააკეთა კანონის „ახლებური“ განმარტება და სასაქონლო ექსპერტს აუკრძალა ბაზრის კვლევის ჩატარება, რაც სამართალწამოების პრაქტიკისთვის, იშვიათი შემთხვევაა. აღსანიშნავია, რომ 2011 წლიდან დღემდე, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გაცემული აქვს ათასობით სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა და ყველა შემთხვევაში, სწორედ ექსპერტის მიერ ხდებოდა ბაზრის კვლევა და სასამართლო ყველა შემთხვევაში, იღებდა მას, როგორც დასაშვებ მტკიცებულებას. სწორედ მოსამართლე დავით ჯუღელის მხრიდან, ბოლო სამი წლის განმავლობაში, 250-ზე მეტი ანალოგიური დასკვნა იქნა საქმეზე მტკიცებულებად თანდართული, სასამართლომ კი, 5 ივნისის განჩინებით, არ იმსჯელა და არ დაასაბუთა, თუ რა მოსაზრებით ამბობდა უარს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის გამოყენებაზე. მოსამართლემ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ეჭვი შეიტანა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორეშიც, რაც განჩინებაში, ასევე დასაბუთებული არ არის", - აცხადებენ "ახალგაზრდა ადვოკატებში".

ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლოს მიდგომები გახმაურებული საქმის მიმართ აჩენს კითხვებს, რაც მოსამართლის მხრიდან „შერჩევითი მართლმსაჯულების“ განხორციელების მცდელობას უკავშირდება. ორგანიზაციამ უკვე კითხვით მიმართა საქმის განმხილველ მოსამართლე დავით ჯუღელს, რათა დაადასტუროს ან უარყოს, თუ რა ნათესაური ურთიერთობები არსებობს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან.

"წინასწარი ინფორმაციით, მოსამართლე დავით ჯუღელი თავდაცვის ყოფილი მინისტრის პოლიტიკური პარტიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, კახა ჩიხრაძის ბიძაშვილია. კახა ჩიხრაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის პოლიტიკური გუნდის წევრია, რომლებსაც ერთმანეთთან, საერთო საჯარო სამსახურში, მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აკავშირებთ. ცნობილია, რომ 2012 წლის შემოდგომაზე, კახა ჩიხრაძე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზეც დანიშნა. შესაბამისად, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ პირადმა კავშირებმა ე.წ. „კაბელების საქმეზე“ ობიექტური გადაწყვეტილებების მიღებისთვის, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. ორგანიზაციის შეფასებით, საქმეზე პოლიტიკურმა კონტექსტმა სამართლებრივი მხარე უკვე დაჩრდილა. ამიტომაც, ორგანიზაცია საჭიროდ მიიჩნევს, სასამართლომ ე.წ. „კაბელების საქმეზე“ გააკეთოს შესაბამისი რეაგირება და არსებობდეს სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქმეზე წინასასამართლო სხდომა, ორთვე-ნახევარი მიმდინარეობს, რაც უპრეცედენტოა სასამართლო პრაქტიკაში.

"ამ მიმართულებითაც, მოსამართლის მიდგომები მიკერძოებულობის შთაბეჭდილებას ტოვებს. შესაძლებელია, ამით ხელოვნურად გაჭიანურდეს ბრალდებულად ყოფნის 9-თვიანი ვადა და ვერ მოხდეს საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსჯაულების განხორციელება. ორგანიზაციის შეფასებით, ე.წ. „კაბელების საქმეზე“, ამჟამად სასამართლოს არც ერთი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული არ არის, რაც სინამდვილის დადგენისთვის აუცილებელია", - აცხადებენ „ახალგაზრდა ადვოკატებში“.

ცნობისთვის, „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკის სფეროში არსებულ საკითხებს 2013 წლიდან სწვალობს. „ჯარისკაცების მოწამვლის“ საქმეზე მონიტორინგის შემდგომ, ორგანიზაცია თავდაცვის სამინისტროსთან ს.ს. „სილქნეტის“ კეთილსინდისიერების საკითხითაც დაინტერესდა და კომპანიასთან სამინისტროს მხრიდან 2013 წელს დადებული ხელშეკრულების მიმართ, საკუთარი სამართლებრივი ვარაუდები გამოთქვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42