“არ დაგვანახოთ ეგ ბავშვები, თორემ ჩვენს თავზე პასუხს არ ვაგებთ” - მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე ძიება შეწყდა
სამართალი - 18:39, 13 Jun, 2015     11885
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში გარდაცვლილი ბავშვის მშობლების მოთხოვნით, იმ ოჯახმა, რომელსაც ბრალს დებდნენ მოზარდის თვითმკვლელობაში, შვილები ძველი ანაგის სკოლიდან სასწავლებლად ხირსაში გადაიყვანა.

ინფორმაცია speqtri.ge-ს გამგებლის წარმომადგენელმა ძველ ანაგაში ზაზა ბეგიაშვილმაც დაუდასტურა.

– “გარდაცვლილი ბავშვის კლასელი და მისი ძმაც მშობლებმა სხვა სკოლაში გადაიყვანეს. გარდაცვლილის მშობლები ამბობდნენ, არ დაგვანახოთ ეგ ბავშვები, თორემ ჩვენს თავზე პასუხს არ ვაგებთო. პოლიციაც ჩაერია და კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად სხვა სკოლაში გადაყვანა ურჩიეს. ეს ინციდენტიდან 2-3 კვირის შემდეგ მოხდა.”

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სკოლის დირექტორს ნინო ღვედაშვილსაც ვესაუბრეთ.

– “მშობლებმა ასე ჩათვალეს საჭიროდ, რომ ბავშვები სხვა სკოლაში გადაეყვანათ. მათთან საუბარიც მქონდა. ამბობდნენ, რომ ბავშვებისთვისაც და მათი ოჯახისთვისაც უკეთესი იქნებოდა. გარდაცვლილის მშობლებთან შეკამათებაც ჰქონდათ. ამ ბავშვებთან სამინისტროს ფსიქოლოგებმაიმუშავეს. რაც შეეხება გარდაცვლილის ძმას, ის მეოთხე კლასშია, განათლების სამინისტროს ფსიქოლოგებმა დახმარება მასაც შესთავაზეს, მაგრამ ბავშვმა არ მოისურვა.”

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახში სოციალური მუშაკი რამდენჯერმე იმყოფებოდა და ოჯახის საჭიროებები შეისწავლა.

სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში 11 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობის მოტივად სკოლაში მოსწავლეებს შორის მომხდარი ჩხუბი სახელდება.

ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდს უთხრეს,, რომ ის ნაშვილები იყო. ის სკოლიდან სახლში დაბრუნების შემდეგ გაუჩინარდა. მოგვიანებით კი ბებიამ და ძმამ სახლის მიმდებარე სათავსოში გარდაცვლილი იპოვეს.

სკოლის დირექტორის განცხადებით, მოსწავლეებს შორის კონფლიქტი დილის საათებში დაიწყო.

მისი თქმით, მეხუთე და მესამე კლასის მოსწავლეებს შორის კონფლიქტი, წინა საღამოს მშობლებს შორის მომხდარი დაპირისპირების გაგრძელება იყო.

საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით იყო აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42