პაპმა აღნიშნა, რომ მას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომესთან და მოსკოვის პატრიარქ კირილთან. პაპმა არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ მოლაპარაკების შემთხვევაში კათოლიკე ეკლესიამ უარი თქვას აღდგომის თარიღის დაანგარიშების ამჟამინდელ მეთოდზე.
ქრისტიანულმა ეკლესიამ 325 წლის ნიკეის საეკლესიო კრებაზე იულიუსის კალენდრის გამოყენება დააწესა. კრების გადაწყვეტილებით, პასექის დღესასწაული დაწესდა გაზაფხულის ბუნიობის შემდგომი პირველი სავსემთვარობის მომდევნო კვირას. მაგრამ დროთა განმავლობაში, იულიუსის კალენდრის უზუსტობის შედეგად დაგროვილი ცდომილების გამო, გაზაფხულის ბუნიობამ ადრეულ (წინა) რიცხვებზე გადაინაცვლა. იმის გამო, რომ ნიკეაში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩენილიყო, რომის პაპმა გრიგორიუს XIII-მ 1582 წელს კალენდრის ჩასწორება განიზრახა და განახორციელა. ამჟამად კათოლიკე და დღესდღეობით ახალი სტილით, ანუ გრეგორიანული კალენდრით, სარგებლობენ კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, ალბანეთის, პოლონეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთისა და ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესიები, ხოლო ძველი სტილითსაქართველოს ეკლესიასთან ერთად, რუსეთის, სერბეთისა და იერუსალიმის ეკლესიები.
მასალის გამოყენების პირობები