სამხრეთ აფრიკელი მამაკაცი, რომელიც ისტორიული ფაქტის მონაწილეა, მალე მამა გახდება. მამაკაცის უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ის პირველია ვისაც პენისი გადაუნერგეს. ოპერაცია 2014 წლის დეკემბერში კეიპტაუნში ჩატარდა და ის 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 21 წლის მამაკაცს გარდაცვლილი დონორის პენისი გადაუნერგეს.
ქირურგ ანდრე ვან დერ მერვეს თქმით, 21 წლის მამაკაცის მეგობარი გოგონა 5 თვის ორსულია, რაც წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ გადანერგილი ორგანო „მუშაობს“.
მამაკაცმა, რომლის ვინაობასაც არ ამხელენ, პენისი 18 წლის ასაკში წარუმატებლად ჩატარებული წინდაცვეთის შემდეგ განვითარებული ინფექციის გამო დაკარგა. ეს პროცედურა სამხრეთ აფრიკის ზოგიერთ ნაწილში ბიჭების მამაკაცად გარდაქმნის აღსანიშნავად ტარდება.
„ჩვენ ასე გვქონდა ჩაფიქრებული, რომ პირველ ეტაპზე მას მას ფეხზე მდგარი მოშარდვა , მეორე ეტაპზე სექსით დაკავება , ხოლო მესამე ეტაპზე უკვე ბავშვის შექმნაც შეძლებოდა, ასე რომ ეს დიდი მიღწევაა“- განაცხადა ქირურგმა ბი-ბი-სისთან საუბარში.
იმისთვის, რომ ორგანოს გადანერგვისას ზუსტად შეერთებინათ სისხლძარღვები და ნერვები, ექიმებმა იგივე მეთოდი გამოიყენეს, რომელსაც ჩვეულებისამებრ სახეზე წარმოებული პლასტიკური ოპერაციების დროს იყენებენ.
სასქესო ორგანოების გადანერგვის მცდელობა ადრეც იყო, მსგავს შემთხვევაა ადგილი ქონდა ჩინეთში, თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია წარმატებული ოპერაციის შესახებ, თუმცა დროთა განმავლობაში გადანერგილი ორგანო სიცოცხლისუნარიანი არ არმოჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები