,,მე ფულს წვერით ვშოულობ...“ - მეზღვაურობიდან სულთან სულეიმანამდე
ეს საინტერესოა - 17:13, 13 Jun, 2015     14647
სერიალ "დიდებული საუკუნის" მთავარი გმირის,სულთან სულეიმანის როლის შემსრულებელ თურქ მსახიობს ჰალიტ ერგენჩის პოპულარობაზე არასოდეს უოცნებია, მისი ინტერესის სფეროს შორეულ ქვეყნებში მოგზაურობა და თავგადასავლები წარმოადგენდა.

ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთწლიანი სწავლის შემდეგ ის მიხვდა, რომ მისი იმჟამად არჩეული პროფესია- მეზღვაურობა რომანტიული იყო, მაგრამ არა იმდენად რომ მთელი ცხოვრების გემზე გატარება სდომებოდა. მომავალმა მსახიობმა დაიწყო საქმის ძებნა, რომელიც მას მართლა დააინტერესებდა, გარკვეული დრო ოპერატორად იმუშავა, შემდეგ მარკეტოლოგად, შემდეგ კი კონსერვატორიაში დაიწყო სწავლა საოპერო განხრით.

„მამაჩემი-საიდ ერგენჩი წერდა თურქულ სიმღერებს არაბულ მოტივებზე“ - ყვება თურქი მსახიობი. „მე გავიზარდე ამ მუსიკის გარემოცვაში, მოზარდობისას კი დასავლური მუსიკით, განსაკუთრებით ჯაზით დავინტერესდი“

კონსერვატორიაში მას არა მარტო სიმღერა, ცეკვაც შეასწავლეს, ხელოვნების ამ ორი დარგის გამოყენება ოპერის სცენაზე არარეალური იყო, მხოლოდ არიების მღერა კი მოსაწყენად მიაჩნდა, ამიტომ ახალგაზრდა ხალიტმა ბექ-ვოკალისტად დაიწყო მუშაობა და მონაწილეობდა მუზიკლებშიც. მან თავისი ბედი ამერიკაში, ბროდვეიზე დადგმულ მუზიკლებშიც სცადა.

მას შემდეგ რაც მისი მიწვევა დაიწყეს ფილმებსა და სერიალებში, მას მოუწია დამშვიდობებოდა სიმღერასთან.

-„სამწუხაროდ დიდი ხანია უკვე აღარ ვმღერი“ - აღიარებს თურქი ვარსკვლავი- „მაგრამ ვუსმენ ბონ ჯოვს, ბიორკს... მენატრება სიმღერა, მაგრამ კინოს მიაქვს მთელი ჩემი დრო და ენერგია“.

მისი სახელი და გვარი ყოველთვის ხვდება ყველაზე სექსუალური მსახიობების ხუთეულში. ხალიტ ერგენჯი კინოს არა მხოლოდ პოპულარობას და სოლიდურ შემოსავალს უნდა უმადლოდეს, მან გადასაღებ მოედანზე იპოვა თავისი სიყვარულიც.

თურქი ლამაზმანის ბერგუზარ კორელის სილამაზემ გულგრილი არც ის დატოვა . მათი ეკრანული რომანი „ათას ერთი ღამის“ გადასაღებ მოედანიდან, რეალურ ცხოვრებაშიც გაგრძელდა. ხალიტ ერგენჩიმ მიატოვა ცოლი, რომელიც იმ დროისთვის თვენახევრის ორსული იყო და ცხოვრება შეჰერაზადას როლის შემსრულებელ-კორელს დაუკავშირა.

წელწადნახევრის შემდეგ ბერგუზარმა მას ვაჟი- ალი აჩუქა.

მას შემდეგ რაც „დიდებული საუკუნის“ გადაღებები დაიწყო თურქი მსახიობი შვილთან დიდი დროის გატარებას ვერ ახერხებს, ამ დანაკლისის ასანაზღაურებლად და უზადოდ შესრულებული სულეიმან დიდებულის როლისთვის ერგენჯმა უპრეცენდენტოდ დიდი ჰონორარი მოითხოვა. პროდიუსერები მის ამ მოთხოვნას დათანხმდნენ და ხალიტ ერგენჩი თურქეთის ყველაზე ძვირადღირებული მსახიობი გახდა, ის „დიდებული საუკუნის“ ერთ სერიაში 97 ათას დოლარს იღებს.

„მე ფულს ჩემი წვერით ვშოულობ“- ხუმრობს 44 წლის მსახიობი - „უკვე აღარ მახსოვს როგორ გამოვიყურები წვერის გარეშე, როცა სერიალის გადაღება იწყებოდა, იგეგმებოდა რომ წვერი მექნებოდა მიწებებული, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ სულეიმანი უნდა ყოფილიყო ბუნებივი და უკვე სამი წელია წვერი არ გამიპარსავს“

იმისთვის რომ ფინანსური მდომარეობა კიდევ უფრო გაიუმჯობესოს ხალიტ ერგენძჩი არც რეკლამებში მონაწილეობაზე ამბობს უარს, ის მამაკაცის პარფუმის „Victorious“-ის სახეა.

„პოპულარობა მუდმივი არაა, ამიტომ მისგან მაქსიმალური სარგებელი უნდა მიიღო“- აცხადებს მსახიობი.

მსახიობმა მთავარი როლი შეასრულა რეჟისორ აზიფ კაპადიას ახალ ფილმში „ალი და ნინო“, რომელიც მუსლიმანი ალი შირვანშირისა და ქრისტიანი ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. გადაღებები ბაქოში მიმდინარეობდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42