,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელი ჯოყოლა აჭიშვილი ,,ნიუპოსტთან" ასევე ადასტურებს კადიევისა და ომაროვის გათავისუფლებას და აცხადებს, რომ ისინი ბოლომდე აპირებენ ბრძოლას საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. აჩიშვილი ამბობს, რომ კადიევი 2 წელი უსამართლოდ იხდიდა საასჯელს, რის გამოც ისინი სტრასბურგში აპირებენ საქმის გასაჩივრებას. ,,როცა ამბობენ, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს, რას ნიშნავს სამართლიანობა, როცა ადამიანები 2 წელი უსამართლოდ ისხდნენ ციხეში" - აცხადებს აჭიშვილი.
მისი თქმით, მიკაელ კადიევი აპირებს კვლავ განაგრძოს ბრძოლა იმისათვის, რომ არ მოხდეს მისი ექსტრადირება რუსეთში და განარძოს ცხოვრება საქართველოში. რუსეთის ფედერაცია საქართველოს კადიევის გადაცემას სთხოვდა, რის გამოც მან ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. საქმის განხილვა ამ დრომდე მიმდინარეობს და მიკაილ კადიევი ჯერჯერობით ლტოლვილის მაძიებლის სტატუსს ატარებს. ,, ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ, ის მანამდეც ეხმარებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მომავალშიც დაეხმარება იმისათვის, რომ დაიცვან ადამიანის უფლებები" - აცხადებს ჯოყოლა აჩიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 13 ივნისს, შსს-ს ინფორმაციით, მიკაილ კადიევისა და რიზვან ომაროვის საცხოვრებელი სახლიდან დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება, ელექტროდეტონატორები, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია ამოიღეს. დაკავებულები სასჯელს იარაღის უკანონო შეძენისთვის იხდიდნენ. ამავე მუხლით მათ დაკავებიდან 9 თვეში 2 წლიანი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ომაროვი და კადიევი ბრალს არ აღიარებენ. აღნიშნული საქმე საქართველოში ყველა ინსტანციებში გასაჩივრების შემდეგ სტრასბურგის სასმართლოშია გადაგზავნილი.
მასალის გამოყენების პირობები






