სააკაშვილის და სხვა მაღალჩინოსნების საქმის განხილვა სასამართლოს კოლეგიალურმა შემადგენლობამ დაიწყო
სამართალი - 12:05, 13 Jun, 2015     1374
2015 წლის 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულების: მიხეილ სააკაშვილის, გიორგი უგულავას, დავით კეზერაშვილის, ივანე მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა მოსამართლეთა კოლეგიური შემადგენლობით დაიწყო. საქმის მასალების გაცნობის შედეგად სასამართლომ დაადგინა, რომ საქმე ფაქტობრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით რთული კატეგორისაა. კერძოდ, ბრალდებულები არიან ქვეყნის ყოფილი, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები და მათ ბრალი ედებათ მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ჩადენაში. საქმის გარემოებებს წარმოადგენს გახმაურებული და საზოგადოებისთვის რეზონანსული ფაქტები, კერძოდ: ე.წ ”7 ნოემბრის”, ”ტელეიმედის”, ” მთაწმინდის პარკისა” და ”რუსთავის მეტალურგიული ქარხნის” ეპიზოდები. საქმე მოიცავს 103 ტომს და დასაკითხია ასეულობით მოწმე. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, მოცემული საქმის კოლეგიური განხილვა დაედგინა სამი მოსამართლის შემადგენლობით.
აღნიშნულ საქმეზე მომდევნო არსებითი განხილვა გაიმართება 2015 წლის 30 ივნისს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42