სამოქალაქო ავიაციის სააგენტო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ს სასამართლოში უჩივის
სამართალი - 16:56, 12 Jun, 2015     2585

საქართველოს სამოქალაქო ავიაცია "რუსთავი 2-ს" სასამართლოში უჩივის. ინფორმაცია ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლებმა წერილობით გაავრცელეს:

"სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის მიერ 2015 წლის 11 ივნისის 9 საათიანი „კურიერის“ გამოშვებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თითქოს საქართველო მოიხსენიება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო) შავ სიაში და დღის წესრიგში დგას ამ ორგანიზაციიდან საქართველოს გარიცხვის საკითხი.

ეთერში გასული სიუჟეტი წარმოადგენს დეზინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს საავიაციო ხელისუფლების საქმიანობის დისკრედიტაციას.
პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო) არ აწარმოებს ეგრეთ წოდებულ „შავ სიას“. შესაბამისად, საქართველო ასეთ სიაში ვერ მოხვდებოდა. ასევე გაცნობებთ, რომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციიდან გარიცხვის მექანიზმიც არ არსებობს.

სამოქალაქო ავიაციის სფეროში არსებული სერიოზული ხარვეზები და პრობლემები არის 2004-2010 წლებში ამ სფეროში წარმოებული არასწორი პოლიტიკის შედეგი, რაც გამოავლინა 2013 წლამდე ჩატარებლმა იკაო-ს აუდიტმა.
ტრანსპორტის სფეროში დაწყებული რეფორმა წარმატებით ხორციელდება, რაც დადასტურებულია 2013 წელს სააგენტოში ჩატარებული არაერთი საერთაშორისო აუდიტით, 2007 წლის შედეგების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით.
იკაოს 2013 წლის აუდიტის დასკვნის შედეგად, სახეზეა მნიშვნელოვანი პროგრესი სამოქალაქო ავიაციის სფეროში, თუმცა, გამოვლინდა გარკვეული ხარვეზებიც. კერძოდ, იკაო-მ დაადგინა, რომ 2007-2013 წლებში ავიკომპანიებზე სერტიფიკატების გაცემის პროცესი გადახედვას საჭიროებდა. სწორედ აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრას ემსახურებოდა 2014 წლის სექტემბერიდან 2015 წლის მაისამდე სააგენტოს მიერ ახალი კომპანიების რეგისტრაციაზე გამოცხადებული მორატორიუმი, რაც გარკვეული წრეების მიერ შეფასებულ იქნა, როგორც ბიზნესისთვის დაბრკოლების შექმნა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მიმართავს სასამართლოს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, იმდენად, რამდენადაც მასობრივი ინფორმაციის საშუალების, კერძოდ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი.
სასარჩელო მოთხოვნების ფორმულირება და მოცულობა საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ის წარედგინება შესაბამის განსჯად სასამართლოს. ამის შესახებ დამატებით მოგეწოდებათ ინფორმაცია."-ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42