შსს-ს საგანგებო სიტუაციების სააგენტომ ქუთაისის 45-ე სკოლაში სიმულაციური სწავლება ჩაატარა
სამართალი - 10:01, 12 Jun, 2015     1273
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლაში მიწისძვრის დროს გაჩენილი ხანძრის სიმულაციური სწავლება ჩაატარეს. სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 5-დან 18 წლამდე აღსაზრდელი სწავლობს. აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულება ყრუ და სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს პანსიონურ მომსახურებას უწევს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა, წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით, შენობიდან სკოლის 36 აღსაზრდელისა და 53 თანამშრომლის უსაფრთხო, ორგანიზებული ევაკუაცია განახორციელეს. აღნიშნული სწავლება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ წამოწყებული კამპანიის - ,,სამოქალაქო უსაფრთხოება სკოლებში’’ ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა, რომლებიც ჩართულები არიან კატასტროფების რისკების შემცირების საკითხებში.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საგანგებო სიტუაციების დროს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აღსაზრდელებისა და პერსონალის მზადყოფნა, ასევე, ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირებისთვის საჭირო თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42