"სასჯელაღსრულება კახა ნაკანის წინააღმდეგ" - რატომ მოათავსეს 7 ყოფილი სპეცრაზმელი ერთ საკანში
სამართალი - 19:28, 11 Jun, 2015     2388

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული კახა ნაკანის ადვოკატი კახა შონია ეჭვობს, რომ 7 სპეცრაზმელის ერთ საკანში მოთავსება მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არის მიმართული.

როგორც „ნიუპოსტს“ შონიამ განუცხადა, მას აქვს ინფორმაცია, რომ ყოფილი სპეცრაზმელები ციხეში პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, ხოლო ნაკანი დაკავებიდან დღემდე სამარტოო საკანშია მოთავსებული.

ადვოკატის ინფორმაციით, ამის მიზეზი არის ის, რომ 7 ყოფილი სპეცრაზმელისგან ნაკანის საწინააღმდეგო ჩვენების მიღება სურთ.

„კანონში წერია, რომ ერთი საქმეზე ბრალდებულების ერთ საკანში მოთავსება არაფრით არ შეიძლება. მათი ერთმანეთთან კონტაქტი და კავშირი არ შეიძლება. როგორც ვიცი, იყო შემთხვევაც როდესაც ადვოკატს შესახვედრად 4 ერთად გამოუყვანეს. ესეც კანონდარღვევაა. რაც შეეხება კახა ნაკანს, ის დღიდან დაკავებისა მარტოა საკანში. ის არ არის პრივილეგირებულ მდგომარეობაში. სამარტოო საკანშია. სწორედ ამიტომ სცადა თვითმკვლელობა. მას არ აქვს არც რადიო და არც ტელევიზორი. მასზე ამ გზით ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება. ხოლო სპეცრაზმელების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება ემსახურება ერთადერთ მიზანს და ეს გახლავთ ის მიზანი, რომ პროკურატურამ მათგან სასურველი ჩვენება მიიღოს. ეს პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ასეა. მას ჰპირდებიან საპროცესო შეთანხმებას თუ რას არ ვიცი, მაგრამ სასურველი ჩვენება სურთ. როგორც ვიცი ეს პირები ჩვენების მიცემისგან თავს იკავებენ. საბოლოო შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი ნაკანის წინააღმდეგ ხდება“, - განაცხადა შონიამ.

შეგახსენებთ, სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელები ერთ საკანში არიან გადაყვანილი. რაც შეეხება მოტივს, თუ რატომ მოხდა მათი ერთ საკანში მოთავსება, ჯერჯერობით უცნობია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42