პროკურორი ამირან გულუაშვილი ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეში ბრალდებული 7 სპეცრაზმელის ერთ საკანში ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ წესით მსგავი რამ არ უნდა ხდებოდეს.
ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"აღნიშნული ინფომაცია სასჯელაღსრულების სამინისტროს პრეროგატივას წარმოადგენს. როგორც წესი, ერთ საქმეზე ბრალებულების ერთ საკანში მოთავსება არ ხდება. თუმცა ეს არის სასჯელაღსრულების პრეროგატივა. ზოგადად პატიმრები მოთავსებულები არიან ერთ პირობებში და არამგონია, რომ კონკრეტული პატიმრების ერთად მოთავსება პრივილეგიად განიხილება“, - განაცხადა გულუაშვილმა, რომელიც კორტების სპეცოპერაციის საქმიდან გამყოფილი რიგითი სპეცრაზმელების საქმის პროკურორია.
შეგახეენებთ, სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელები ერთ საკანში არიან გადაყვანილი. რაც შეეხება მოტივს, თუ რატომ მოხდა მათი ერთ საკანში მოთავსება, ჯერჯერობით უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები






