პინოქიოს სინდრომი
შეუძლებელია, რომ დასავლეთსა და ამერიკაში ნასწავლმა ახალგაზრდა ნაციონალებმა, მათმა ლიდერმა არ იცოდნენ, რომ ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემა არ გულისხმობს არჩევნებიდან მეორე დღესვე საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობისადმი ომის გამოცხადებას, საბოტაჟს და ქვეყნის იმიჯის მასიურ შებღალვას საზღვარგარეთ. ალბათ იციან, მაგრამ როგორც ყოველთვის ცრუობენ, რადგან არც დემოკრატიული ქვეყნის აშენება სურდათ არასდროს და მითუმეტეს, არც ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემა.
სიტუაცია რთულია, რადგანაც ხალხს ცვლილებები უნდა უკეთესობისკენ და თან რაც შეიძლება მალე. ამ დროს კი, ნაციონალური მოძრაობა ყოველდღურად ბინძურ სიურპრიზებს გვიმზადებს, უფრო და უფრო ხმამაღლა საუბრობს და ისევ დამრიგებლის რეჟიმში სურს გადასვლა. წარმომიდგენია, რას გრძნობენ საქართველოში მცხოვრებნი, როდესაც მის ფარგლებს გარეთ მყოფნი ასე ვღიზიანდებით. არადა, რომ დავფიქრდეთ, ძნელი წარმოსადგენია, რომ პარტიას რომელიც მუდმივად ცრუობდა და ამდენი ზიანი მოუტანა ქვეყანას, ჯერ კიდევ აქვს საშუალება და ჰყოფნის თავხედობა, გვიკარნახოს დღევანდელი თამაშის წესები.
რამოდენიმე ხნის წინ ტელეკარანებზე სააკაშვილს მოვკარი თვალი, რომელიც სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ჩვეულ სტილში ხვდებოდა. ამ შეხვედრამ და სააკაშვილის მონოლოგმა, პინოქიო გამახსენა. ყველას გვახსოვს ალბათ, იტალიელი მწერლის, კარლო კოლოდის ცნობილი საბავშვო ზღაპარი, “პინოქიოს თავგადასავალი”, რომლის უამრავი ვერსიაც არსებობდა სხვადასხვა ქვეყანაში. გვახსოვს ალბათ ამ გმირის მთავარი თვისება, მუდმივი ტყუილი და ფანტაზიები. ისე მოხდა, რომ შემდგომში ასეთი ტერმინი “პინოქიოს პარადოქსიც” კი შემოიღეს ფილოსოფოსებმა, მატყუარას სინდრომის აღსაწერად.
ვფიქრობ, სწორედ რომ პინოქიოს სინდრომით შეპყრობილი ხალხისგან შემდგარი პარტიაა ნაციონალური მოძრაობა. მათი ლიდერი კი აშკარად არ უთმობს არავის პირველობას თავისი ტყუილებისა და ფანტაზიების მასშტაბებით.
სამეგრელოში მისმა გამოსვლამ კი ის ტყუილი გამახსენა, რაც მან კონსტიტუციურადაც კი დააკანონა. ალბათ ყველანი ვხვდებით, რაზეც არის საუბარი-ლაზიკაზე. პინოქიოს ენაზე კი, “ქალაქი დურაკოლოვკა”, სადაც პინოქიო 5 ოქროს ჩაფლავს, იმის იმედით, რომ იმ ადგილას ხე ამოვა უამრავი ოქროთი და ისიც მალე გამდიდრდება. სწორედ ასეთი ,,დურაკოლოვკას” აშენება გადაწყვიტა თავის დროზე სააკაშვილმა და ეს კონსტიტუციურადაც კი დააკანონა. სწორედ ამ ვიზიტისას, მან კიდევ ერთხელ უეცრად ახსენა ლაზიკა და იქ დამსწრე გაჭირვებულ მოსახლეობას შეახსენა, სამეგრელოს და კერძოდ, ზუგდიდის გაჭირვება იმითი იყო განპირებებული, რომ ,,დურაკოლოვკის” შენება თურმე შეჩერდა და ზუგდიდის მოსახლეობას აღარ ექნება საშუალება იქ თავის 5 ოქრო ჩაფლას.
“ლაზიკის პორტი, ეს არის ჩინური ტვირთი, ასევე ეს არის ერთადერთი შანსი, ამ რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნის. შანსი, რომ გარშემო ყველა დასაქმდეს. ხალხს გონია, რომ მარტო ანაკლიის მოსახლეობისთვის იყო ეს - ლაზიკის პორტის აშენების შემთხვევაში, მთელი ზუგდიდის ზონა დასაქმდებოდა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ანუ, ქალაქი ლაზიკა უკვე თითქმის აშენებულია და პორტიც სადაცაა დამთავრდება, ჩინეთთან მოლაპარაკებები დასრულებულია და ზუგდიდის მოსახლეობასაც თითქმის გაფორმებული აქვს კონტრაქტები. ვუსმენდი მას და ვფიქრობდი, ესე იგი რა წარმოდგენა აქვს მას ქართველ ხალხზე, რომ ასეთი ტყუილებით ესაუბრება და მათ მომავალს საპნის ბუშტებთან აკავშირებს. მაგალითისთვის, ესტონეთის მთავრობა უკვე რამდენიმე წელია აწარმოებს მოლაპარაკებებს ჩინეთთან, რომ მათი ტვირთები აქაურ პორტებში შემოვიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ესტონეთს მეტად განვითარებული და მაღალ ტექნოლოგიური პორტები აქვს ბალტიის ზღავზე და რუსეთთანაც აქვს საზღვარი (რაც ჩინური ტვირთების იქ გადასატანად ადვილი გამოსაყენებელი იქნებოდა) ეს მოლაპარაკებები ჯერაც არ დამთავრებულა. სააკაშვილმა კი არ არსებულ პორტში უკვე მათი ტვირთი მიიღო, განაბაჟა და...
სულ ახლახან ვიხილეთ ნაციონალური პარტიის კიდევ უფრო აღმაშფოთებელი ტყუილი, ოღონდ მას მე უკვე “კარლსონის, რომელიც სახურავზე ცხოვრობს” ამბავს შევადარებდი. ამ ამბავში ის იყო ნიშანდობლივი, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ არა მარტო საქართველოს მოსახლეობას მიაწოდა ტყუილი, არამედ ამაში ევროპის სახალხო პარტიაც ჩართო და მის სტატუსზეც ,,დადებითი” გავლენა მოახდინა. ქ-ნ ჩიორა თაქთაიშვილის ლოგინად ჩავარდნაზე ვსაუბრობ. კარლსონი კი იმიტომ გამახსენდა, რომ იმ მოთხრობაში არის ერთი მომენტი, როდესაც კარლსონი ,,ყველაზე ჯანმრთელი ავადმყოფი”, როგორც ის თავის თავს უწოდებს, ლოგინად ჩაწვება და სთხოვს ბიჭუნას მოუტანოს ტკბილეულობა, რომ ამით იმკურნალოს და მორჩეს. სწორედ ეს მომენტი წარმომიდგა თვალწინ, როდესაც სტუმრისათვის საგულდაგულოდ ტახტზე წამოწოლილ თაქთაქიშვილს ევროპელმა პარლამენტარებმა შოკოლადის ყუთი გადასცეს. კარლსონ-თაქთაქიშვილმა მიიღო ეს ტკბილეულობა და მეორე დღეს ისევ დემოკრატიისათვის ხმალამოღებულ მებრძოლად მოგვევლინა. არადა ამ საღამომდე სულ რაღაც 3 დღის წინ, ჩვენ ყველას ნანახი გვქონდა ის კადრები, სადაც ქ-ნი თაქთაქიშვილი, როგორც ეუჯინ დელაკრუს (Eugène Delacroix) ცნობილ ნახატზე “თავისუფლება მიუძღვება ხალხს”, გამოხატული მანდილოსანი, სისხლიან ხელს ჰკრავს ოპერატორის კამერას და იმავე საღამოს მომღიმარი,გამარჯვებული სახით ტაშს უკრავს მიხეილ სააკაშვილს სიტყვით გამოსვლისას. ნანახი და გაგონილი გვქონდა მისი სიტყვები,-“არაფერი არ მომხდარა, მაგრად ვარ და ვიბრძვიო” და შემდეგ უეცრად ვხედავთ მას მიღებული ტრავმის გამო ლოგინად ჩავარდნილს.
ეს რომ თაქთაქიშვილს ჩაედინა მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წინამორბედი ბოლშევიკური პარტია მოღვაწეობდა და ვიდეოგადაღებები ჯერ არ არსებობდა , კიდევ შეეძლო კარლსონის ეს მოქმედება გაემეორებინა. მაგრამ, 21-ე საუკუნეში, მაშინ როდესაც უბრალო მობილური ტელეფონით შეგიძლია გადაიღო და იმავე წუთში ეს გადაღებული ინტერნეტში ატვირთო, ასეთ თავხედურ ტყუილზე წახვიდე, მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ არაფრად მიგაჩნია შენი ხალხი, ,,მიზანი ამართლებს საშუალებას” არის შენი მთავარი მამოძრავებელი ძალა და არ ცნობ აქამდე არსებულ ქართულ ფასეულობებს. ყველაზე დიდ უბედურება ამ ამბავში კი არის ის, რომ ეს მატყუარა ,,კარსლონი”, იყო და არის ქვეყნის პარლამენტის წევრი და შესაბამისად ხალხის სახე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. პარლამენტის წევრი თავის თავს აძლევს უფლებას ასე იცრუოს, იცის რომ ამისთვის მას პასუხს არ მოთხოვენ და ამის შემდეგ კიდევ აგვიხსნას რა არის კარგი და ცუდი? რომელ ნორმალურ ქვეყანაში შეიძლება ეს მოხდეს?
აი სწორედ ასეთი პროფესიონალი “პინოქიოებისაგან” შემდგარ პარტიასთან მოგვთხოვეს კო(ჰ)აბიტაცია ჩვენმა დასავლეთელმა მეგობრებმა და ქართული საზოგადოება შეუდგა ამ მძიმე გზას. ამ გზაზე საჭირო აღმოჩნდა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ნაციონალურ მოძრაობასთან მოლაპარაკების გამართვა. ყველამ ვიცოდით, რომ მოლაპარაკებები ძალზედ მძიმედ წარიმართებოდა, რადგან, როგორც უკვე ავღნიშნე, ნაციონალური მოძრაობისათვის ქვეყანას და მის მომავალს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ძნელი წარმოსადგენია რა ინტერესი უნდა ჰქონოდათ მათ კონსტიტუციის გასაუმჯობესებლად.
რადგანაც დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა როდესმე უნდა დავიწყოთ, ქართული საზოგადოებაც დათანხმდა, რომ ეს მოლაპარაკებები გამართულიყო. როგორც გაირკვა (და არავის გაკვირვებია ალბათ), ნაციონალური უმრავლესობისთვის, რომელიც მაღალი ტრიბუნიდან ყოველთვის ქვეყნის ინტერესებზე ღაღადებდა, მთავარი აღმოჩნდა არა ქვეყნის კეთილდღეობა, არამედ საკუთარი ტყავის გადარჩენა. ხელშეუხებლობა, აი რა მოითხოვეს მათ. გინდათ გაუმჯობესდეს კონსტიტუცია, მაშინ გვაპატიეთ ჩვენს მიერ ჩადენილი დანაშაულებები. ამას გვთავაზობენ ისინი, ვინც ნულოვანი ტოლერანტობა დანერგეს, ამას გვთავაზობენ ისინი, ვისაც ისე ჰყავდა ხალხი დაშინებული, რომ დედა შვილს ტელეფონზეც კი ამინდის გარდა არაფერზე ესაუბრებოდა.
ნაციონალებისათვის, კონსტიტუცია და ქვეყნის მომავალი უბრალოდ აღმოჩნდა სტუდენტი გოგონა ნინა, კინოფილმი “კავკასიელი ტყვე ქალიდან“. ისინი დაახლოებით ისე მოეკიდნენ ამ მოლაპარაკებების პროცესს, როგორც მძღოლი ჯაბრაილი და პროკურორი, როდესაც მიდის ვაჭრობა თუ რამდენ ცხვრად შეიძლება ნინას ყიდვა/გაყიდვა. იქ მეტად საგულისხმო ფრაზას ამბობს პროკურორი, რომელიც ჩემი აზრით საკმაოდ მოხდენილად ახასიათებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა ფსიქოლოგიას - ,,თქვენ ცხოვრებას უყურებთ თქვენი პერსონალური ავტომანქანის სარკმელიდან”. მართლაც და 9 წლის განმავლობაში სრულმა განუკითხაობამ, სიცრუის ზღვამ და დაუსჯელობის სინდრომმა, ამ ხალხს დააკარგვინა (იმედი ვიქონიოთ, რომ ოდესმე ჰქონდა) იმის გრძნობა, რომ ქვეყანაა უპირველესი და არა საკუთარი მანქანა. ამიტომაც ვაჭრობენ ასე უსირცხვილოდ და პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საკუთარი კეთილდღეობის გარდა მათ არაფერი ადარდებთ.
შეიძლება მათმა დამცველმა ექსპერტებმა გვითხრან, რას ამბობთ, ისინი მხოლოდ ხალხზე ზრუნავენ და მათ ამნისტიას მოითხოვენ, თორემ თვითონ მზად არიან თუ რამეა მოიხადონ სასჯელიო. ეს ბოლშევიკური ლოზუნგი-ხალხზე ზრუნვა, რომ თვალთმაქცობაა, ყველა კარგად ხვდება და ნაციონალურ მოძრაობის მმართველობა და მათი ლიდერების ბრძოლა პრივილეგიებისთვის, ამის ნათელი დადასტურებაა.
უმრავლესობის წარმომადგენლობამ მეტად არგუმენტირებული პასუხი გასცა იმ აბსურდზე, რასაც მოითხოვს ნაციონალური მოძრაობა. ნაციონალური მოძრაობის ეს მოთხოვნა კი ჩემთვის გარკვეულწილად იმის აღიარებაა, რომ ისინი დამნაშავეები არიან, თუმცა მათ ჯერ კიდევ ჰყოფნით თავხედობა, რომ ამის პატიება მოითხოვონ. მათ ლოგიკას თუ გავყვებით, საქართველოში ყველაზე სარფიანი გახდება პოლიტიკური მოღვაწეობა, პარლამენტარობა და მინისტრობა, რადგანაც ეს საშუალებას გაძლევს ჩაიდინო ყველა სახის დანაშაული, რამეთუ ბოლოს ამნისტია გელოდება. ასეთი ამნისტიის გამოცხადება კიდევ იმითაც არის საშიში, რომ მას შეუძლია შექმნას პრეცენდენტი - ყოველ შემდგომ ხელისუფალს გაუჩნდეს იგივე სურვილი, კანონის უზენაესობის აღიარება ჩვენ ქვეყანაში კი ისევ გაურკვეველი დროით გადაიწიოს.
გამოძიებებზე საუბრისას ნაციონალური მოძრაობა მუდმივად აპელირებს პოლიტიკურ ზეწოლაზე და ნებისმიერი შეკითხვაც კი, მაგალითად კითხვა-,,როგორ ხარ?“, შეიძლება მათ მიერ ინტერპრეტირებული იქნას როგორც ზეწოლა. ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს მეტად მარტივ რამეს - ნურაფერს გამოიძიებთ, რადგან ეს პოლიტიკური ზეწოლაა, ხოლო თუ მაინც გამოიძიებთ და დაადგენთ, რომ დამნაშავე ვართ, მაშინ ამნისტია უნდა შეგვეხოს. ბრწყინვალე ლოგიკაა. ნაციონალურ მოძრაობას ყოველთვის უყვარდა ლოზუნგები და ალბათ ამ მომენტში მათ ასეთს შევთავაზებდი - დამნაშავეებო, მთელი ქვეყნიასა, გაერთიანდით ნაც.მოძრაობაში, ეს თქვენ ამნისტირებულ მომავალს უზრუნველყოფს.
2 წლის წინ, ესტონეთში საკმაოდ სკანდალური დანაშაული გაიხსნა. პარლამენტის 2 დეპუტატი, წამყვანი ოპოზიციური პარტიიდან, გამოიჭირეს ესტონეთში ცხოვრების უფლების (რეზინდენსის) უკანონოდ გაცემების ხელშეწყობაში. თანაც, რეზიდენსების უმეტესობა რუსეთის მოქალაქეებზე იყო გაცემული. არავის აზრადაც კი არ მოსვლია, რომ აეტეხა ერთი ამბავი არც იმაზე, რომ ეს პოლიტიკური ზეწოლა იყო, რადგან ოპოზიციის პარტიის წარმომადგენელები დაადანაშაულეს და არც იმაზე, რომ ეს პარტია რუსეთის ინეტერესებს ატარებდა. ყველასათის ნათელი იყო, რომ ეს იყო ეკონომიური ტიპის დანაშაული, და პარლამენტის წევრებმაც უსიტყვოდ, ყოველგვარი ჩარევის გარეშე დატოვეს პარლამენტიც და პარტიაც.
აი, ალბათ რაში უნდა შეედაროს სააკაშვილი და მისი ნაციონალური მოძრაობა ევროპის ქვეყნებს და იქაურ დემოკრატიას, როდესაც თავის დემოკრატიულობაზე საუბრობს. ხოლო ამნისტირებასა და პოლიტიკურ დევნაზე, უფრო ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყნების წარმომადგენელბი საუბრობენ უმეტესად და ეს ცოტა უხერხულობას უნდა უქმნიდეს “დემოკრატ” სააკაშვილს.
ვფიქრობ, ახლა უკვე ღიად დაისვა მეტად ლოგიკური შეკითხვა, გვინდა კი ჩვენ ისეთი პარტია, რომლის წარმომადგენლებიც ასე უსირცხვილოდ გვატყუებენ, თვალებში ნაცარს გვაყრიან, შეუძლიათ ჩვენი სიცოცხლე ხელჰყონ და ამის სანაცვლოდ უნდათ, რომ მათ პარალმენტარები ვუწოდოთ და დაუსჯელობის ინდულგენციაც გადავცეთ.
ვფიქრობ, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანის პასუხი საქართველოში ერთი იქნება - არა, ჩვენ ასეთი პარტია და ასეთი პოლიტიკოსები არ გვჭირდება. ახლა მთავარია ახალმა მმართველმა ძალამ დაინახოს და გაიაზროს ხალხის ეს სულისკვეთება. 1 ოქტომბერს მათ მანდატი მიიღეს ხალხისგან ცვლილებების გატარებაზე. სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობა ნელ-ნელა თამამდება და ხმას იმაღლებს. აგერ უკვე ყოფილი “ხერხემალი” მერაბიშვილი-მაისურაძე, რუსთაველზე მიტინგზე პატიჟებს მათ მომხრეებს და ამითი ცდილობს ის პროვოკაცია გაიმეოროს, რაც მათ 8 თებერვალს დადგეს. ნაციონალური მოძრაობის პროფესიონალი მატყუარები კი ყოველდღე ტელევიზორის ეკრანებიდან გვასწავლიან, რა არის კარგი და რა ცუდი. ეს ყველაფერი ჩემთვის მიანიშნებს იმას, რომ ქვეყანაში პრობლემებია. ამიტომაც, აუცილებელი დროულად და მაღალ პროფესიულად გაეცეს პასუხი ყველა შეკითხვას, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მიმართ დაუგროვდა მოსახლეობას. მაშინ კი არა მგონია, რომ ნაციონალურ მოძრაობას ვაჭრობის სულ მცირე შანსი მაინც დარჩეს. სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს და ამაზე ვაჭრობა ვგონებ ყველასთვის მიუღებელი უნდა იყოს.
რამდენიმე დღის წინ, ტალინის ერთ ერთ მაღაზიაში უკვე მერამდენე შემხვდა ესტონეთის პრეზიდენტი მის მეუღლესთან ერთად. მხოლოდ ერთი კაცი დაჰყვებოდა, ისინი სხვებთან ერთად ყიდულობდნენ პროდუქტებს და შემდეგ სალაროსთან რიგში იდგნენ, რომ თანხა გადაეხადათ. შევხედე მათ და გამახსენდა გადაკეტილი ქუჩები, როდესაც სააკაშვილი გადაადგილდება და ამავე დროს მისი სიტყვები- ,,მე არ მეშინია ხალხში სიარული” გამხსენდა და გამეცინა. ვიმედოვნებ, რომ ოდესმე საქართველოშიც დადგება ისეთი დრო, როდესაც პრეზიდენტი, ან პრემიერი, ან ნებისმიერი მინისტრი, მხოლოდ ტელე-ეკრანებიდან კი არ დაიქადნის რომ ხალხში თავისუფლად გაივლის ნებისმიერ მომენტში, არამედ ეს რეალურ ცხოვრებაში მოხდება. უბრალო მოქალაქეც მიხვდება, რომ პრეზიდენტი ან მინისტრი მასავით ჩვეულებრივი ადამიანია და იგივე უფლებებით სარგებლობს. აი მაშინ შეგვეძლება ვთქვათ, რომ არა რუსთავი 2-სეულ, არამედ მართლაც დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ.
ქართველი ემიგრანტი, ნორვეგიის სამეფოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი
მასალის გამოყენების პირობები

ნიუპოსტი
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა