პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქმისთვის გრიფით საიდუმლოს მოხსნას ისედაც აპირებდენ და მხოლოდ ტექნიკუირ პროცედურების დასრულებას ელოდებოდენ. პროკურატურის განმარტებით, მაშ შემდეგ რაც კონტრდაზვერვის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამრთლოში შეტანილ საჩივარს მოეხსნა საიდუმლო სტატუსი.
„ადვოკატებმა პირველივე სხდომაზე იშუამდგომლეს და მოითხოვეს სასამართლო პროცესების დახურვა. ამის შემდეგ ყველა მტკიცებულების განხილვა მოხდა სასამართლოზე საიდუმლო რეჟიმში. ამიტომ განჩინება, რომელიც გავასაჩივრეთ გამოცხადდა საიდუმლოდ, რადგან იგი შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას.
კონტრდაზვერვის სამსახურმა გამიჯნა ჩვენს მიერ შეტანილ საჩივარში საიდუმლო და არასაიდუმლო ნაწილები, რის შემდეგაც ჩვენ მივაწოდეთ საჩივარი ადვოკატებს. ეს პროცედდურული საკითხები კარგად არის ცნობილი ადვოკატებისთვის,“-განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.
საიუმლო სტატუსი დარჩა მტკიცებულებების მხოლოდ იმ ნაწილს, რომეელიც საქალაქო სასამართლოშიც საიდუმლოდ განიხილებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






