22 თებერვალს მსოფლიოში სკაუტური მოძრაობის დაარსების დღე აღინიშნება
პოზიცია - 17:01, 22 Feb, 2013     2529

საქართველოს სკაუტინგის შესახებ ,,newsposts“ ესაუბრა ,,საქართველოს სკაუტების“ გენერალური მდივანი ირინა ფრუიძე.
_ ქალბატონო ირინა, როგორც ვიცი, საქართველოში სკაუტური მოძრაობა 1921 წლამდე არსებობდა, შემდეგ ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ აკრძალა. თუ არსებობს ინფორმაცია, რას აკეთებდა საქართველოს პირველი სკაუტური მოძრაობა?
_ არსებობს ცნობები, რომ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფ საქართველოს გუბერნიაში თავადმა ბარათოვმა ჩამოაყალიბა სკაუტური რაზმი, რომელსაც ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის სკაუტინგის დამაარსებელთან - პანტიუხოვთან.
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში პირველი სკაუტური პატრულები გაჩნდა ქალაქ ბათუმში, აჭარაში. ოჯახურმა არქივებმა შემოგვინახა პირველი ქართველი სკაუტების გვარებიც: ჭიჭინაძე, აბაშიძე, ბარათაშვილი.

_ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში ისევ დაიწყო სკაუტურმა მოძრაობამ არსებობა, როგორ წარმოიშვა უკვე რიგით მეორე სკაუტური მოძრაობა?
_ კომუნისტური მმართველობის პერიოდში სკაუტინგი, როგორც საბჭოთა წყობილებისთვის მიუღებელი მოძრაობა, ხელისუფლების მიერ იკრძალებოდა. სკაუტური ორგანიზაციის შექმნა შესაძლებელი გახდა მხოლოდ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.
პირველი ნაბიჯები ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა „საქართველოს ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის“ მხარდაჭერით გადადგა. 1993 წლის აგვისტოში ჩატარდა „საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის“ დამფუძნებელი კრება, ხოლო 1994 წლის 14 იანვარს ორგანიზაცია ოფიციალურად დარეგისტრირდა.
1997 წლის 24 დეკემბერს „საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია“ გახდა სკაუტური მოძრაობის მსოფლიო ორგანიზაციის 147-ე ოფიციალური წევრი.
იქიდან გამომდინარე, რომ 20-იან წლებში სკაუტური ორგანიზაცია საქართველოში ოფიციალურად არ არსებობდა და ჩვენამდე მოღწეული რამდენიმე ფოტოს გარდა სკაუტური ჯგუფების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია, ჩვენს ქვეყანაში სკაუტინგის განვითარების ათვლას 1993 წლიდან ვიწყებთ. შესაბამისად 2013 წლის აგვისტოში „საქართველოს სკაუტებს“ არსებობის 20 წელი უსრულდება.
_ რას გულისხმობს ორგანიზაცია ,,საქართველოს სკაუტები?“ რა არის თქვენი ორგანიზაციის ძირითადი მიზანი?
_ სკაუტინგი ეს არის სწავლება საქმით, მუშაობა მცირე ჯგუფებში, თვითგანვითარება, საკუთარი რესურსების გამოვლენა, უნარ-ჩვევების განვითარება, ახალი მეგობრები, თავგადასავლები, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ცხოვრება ბუნებაში.
ამ ახალგაზრდულ მოძრაობას საფუძველი დიდ ბრიტანეთში ჩაეყარა, 1907 წელს და შემდეგ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გავრცელდა. იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი ლორდი ბადენ პაუელი იყო. ამჟამად მსოფლიო სკაუტური მოძრაობა 161 ქვეყნის სკაუტურ ორგანიზაციას აერთიანებს. სულ მსოფლიოში 30 მილიონზე მეტი სკაუტია. ეს არის მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი საერთაშორისო ორგანიზაცია.
სკაუტინგი ხელს უწყობს ახალგაზრდების ჰარმონიულ განვითარებას, მათი ფიზიკური, ინტელექტუალური, ემოციური, სოციალური და სულიერი პოტენციალის სრულად გამოვლენას; მათ ჩამოყალიბებას სრულფასოვან მოქალაქეებად და ადგილობრივი, ნაცონალური და საერთაშორისო საზოგადოების წევრებად.
_ როგორც ვიცი, ის ორგანიზაცია, რომლის გენერალური მდივანი თქვენ ხართ, სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. საინტერესოა ის პროექტი, რომლის მიხედვითაც მცირე ბიზნესს შეუწყობთ ხელს...
_ „მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი დასავლეთის მიმართულების საექსპორტო ნავთობსადენის (ბაქო-სუფსის) მარშრუტისთვის“ ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიის ფარგლებში.
პროექტის მიზანია დასავლეთის მიმართულების (ბაქო-სუფსის) საექსპორტო მილსადენის გასწვრივ მდებარე თემების კეთილდღეობის გაუმჯობესება ბიზნესის წამოწყების ხელშეწყობის გზით, რაცთავისმხრივდაეხმარება BP-სა და თემებს შორის ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
პროექტის ფარგლებში ხელი შეეწყობა სამიზნე თემებში (116 სოფელი) მცირე ბიზნესის წამოწყებას და დევნილთა დასახლებებში (4 დასახლება: წეროვანი, ხურვალეთი, შავშვები და სვენეთი) ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარებას. მცირე ბიზნესის განვითარებისთვის სამიზნე რაიონებია: გარდაბანი, მცხეთა, კასპი, გორი, ქარელი, ხაშური, საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი, თერჯოლა, ბაღდათი, ვანი, სამტრედია, აბაშა, ლანჩხუთი.
_ საქართველოში სამი სკაუტური რეგიონული ორგანიზაციაა, აჭარის, ქვემო ქართლისა და თბილისის. განსხვავებულ საკითხებზე მუშაობთ თუ გაქვთ საერთო კოორდინაცია და ერთსა და იმავე პრობლემატიკაზე ხართ ორიენტირებული?
_ მსოფლიოში აღიარებული პრინციპის მიხედვით, საქართველოში არსებული ყველა რეგიონული სკაუტური ორგანიზაცია ერთიანდება ნაციონალურ ორგანიზაციაში, რომელიც არეგულირებს ცალკეული ჯგუფების მუშაობის პრინციპებს და ეხმარება მათ განვითარებასა და გაფართოებაში. სკაუტები თავისუფალი არიან სამუშაო თემატიკის შერჩევაში. მთავარია, დაიცვან სკაუტური საგანმანათლებლო მეთოდის პრინციპები და არ უღალატონ სკაუტურ კანონს. ზოგიერთი ჯგუფი გარემოს დაცვით ინტერესდება, ზოგი მშვიდობის თემაზე მუშაობს, ზოგი სოციალურ აქტივობებს ახორციელებს და ეს ყველაფერი საერთო საგანმანათლებლო პროგრამის პარალელურად. ჩვენ ხშირად ვატარებთ ლიდერობის ტრენინგებს, რათა შესაძლებლობა მივცეთ უფრო მოზრდილ ახალგაზრდებს (17 წლის ზემოთ) ლიდერული უნარ-ჩვევები გაიუმჯობესონ და ჯგუფის ლიდერებად ჩამოყალიბდნენ.
_ იმერეთშიც, სავარაუდოდ, მოკლე ხანში გაიხსნება რეგიონული ორგანიზაცია. რამდენად არსებობს იმერეთში სკაუტური მოძრაობის რესურსები და პერსპექტივები?
_ ორი წელია, იმერეთის რამდენიმე რაიონის 15-მდე სოფელში არსებობს სკაუტური ჯგუფები, მათ სჭირდებათ უკეთესი კოორდინირება, რათა აქტიურად გააგრძელონ საქმიანობა. ქუთაისში უკვე შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ჩამოყალიბებაზე იზრუნებს. ეს ენთუზიაზმითა და ენერგიით სავსე, საკმაოდ გამოცდილი ახალგაზრდების გაერთიანებაა და მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე იმერეთში ძლიერი და ეფექტური სკაუტური ორგანიზაცია შეიქმნება. სანამ სკაუტებს გავიცნობდი, ახალგაზრდულ მოძრაობაში აქტიურად ვიყავი ჩართული, შესაბამისად, როცა ამ ორგანიზაციაში მოვედი, არასამთავრობო სფეროში მუშაობის საკმაო გამოცდილება მქონდა. თავიდანვე მომეწონა სკაუტინგის იდეა და საგანმანათლებლო ამოცანები, ამიტომ მთელი მონდომებით ჩავერთე საქართველოში ამ მოძრაობის გავრცელების საქმეში. 2006 წლიდან ჩემი და ჩემი სკაუტი მეგობრების ძალისხმევით მრავალი პროექტი განხორციელდა, ვამაყობ იმით, რომ ჩვენმა გუნდმა წინამორბედებისგან მიღებული ჩირაღდანი არათუ არ ჩააქრო, არამედ კიდევ უფრო ააგიზგიზა.
ვფიქრობ, ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებასთან ერთად უფრო და უფრო მეტ ბავშვსა და ახალგაზრდას გაუჩნდება სურვილი გახდეს სკაუტი და თავისუფალი დრო ხალისიან, სასარგებლო და ჯანსაღ გარემოში გაატაროს. ალბათ დროთა განმავლობაში მშობლებიც უკეთ გაიცნობენ სკაუტინგს და მეტად დაინტერესდებიან შვილების ამ მოძრაობაში ჩართვით.

 

როლანდ ხოჯანაშვილი

სპეციალურად ნიუპოსტისთვის





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42