FIFA-ს საპრეზიდენტო არჩევნევბი სავარაუდოდ 16 დეკემბერს გაიმართება.
როგორც მოსალოდნელია, არჩევენების თარიღთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას თვის ბოლოს გააკეთებენ. არჩევნები კვლავ შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება. ფიფა-ს მოქმედმა პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა პოსტის დატოვების შესახებ გასულ კვირას განაცხადა. ამის მიზეზი ფედერაციის ირგვლივ აგორებული კორუფციული სკანდალი გახდა.
შეგახსენებთ, 27 მაისს ფიფას ოფიციალური პირები შვეიცარიის პოლიციამ ციურიხის ერთ-ერთ სასტუმროში თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავა. დაკავებულ მაღალჩინოსნებს შორის არიან ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტები - ჯეფრი ვები და ეუხენიო ფიგრედო. ასევე კოსტა რიკას ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი, ედუარდო ლი და ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ხოსე მარია მარინი.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ 1990-იან წლებში ლათინურ ამერიკაში ფეხბურთის ჩემპიონატებისთვის 100 მლნ დოლარის ოდენობის ქრთამი აიღეს. ამავდროულად, შვეიცარიული გამოძიება 2018-2022 წლების ჩემპიონატების ჩატარების ადგილების არჩევის საკითხითაც დაინტერესდა. შეგახსენებთ, ჩემპიონატების ჩატარების ადგილად რუსეთი და ყატარი შეირჩა.
FIFA-ს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეკ უორნერმა განაცხადა, რომ ჩვენების მისაცემად მზად არის და ორგანიზაციაში არსებული კორუფციის შესახებ ყველაფერს მოყვება. მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლო თავდასხმის ეშინია. იორნერი ტრინიდადი და ტობაგოს პოლიციას თავად ჩაბარდა, მას შემდეგ რაც კორუფციაში მონაწილეობის ბრალდებით მასზე ძებნა გამოცხადდა. თუმცა სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა.
აღსანიშნავია, რომ ფიფა-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ორგანიზაციის ყოფილმა გენერალურმა აღმასრულებელმა მდივანმა სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებსში, ჩაკ ბლეიზერმა აღიარა, რომ მან და კომიტეტის სხვა აღმასრულებელმა პირებმა 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ადგილად სამხრეთ აფრიკის არჩევის სანაცვლოდ ქრთამი აიღეს.
მასალის გამოყენების პირობები






