გიორგი ოქროპირიძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომაზე და არსებით განხილვაზე მედიას აუდიო-ვიდეოგადაღების უფლება აღარ ექნება.
ამის შესახებ მოსამართლე ეკა არეშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ პრესით და ტელევიზიით რამდენჯერმე სუბიექტური ინფორმაცია გავრცელდა.
"იმის გათვალისწინებით, რომ პრესისა და ტელევიზიის საშუალებით გავრცელდა არაერთი სუბიექტური განცხადება, აგრეთვე, ნაფიც მსაჯულთა შერჩევა რომ არ დადგეს საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ, ოქროპირიძის საქმეზე, როგორც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის, ასევე არსებითი განხილვის პროცესის დროს აუდიოვიდეო ჩაწერა შეიზღუდება", - განაცხადა ეკა არეშიძემ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ პროკურატურამ სასამართლოს საქმიდან ნაფიც მსაჯულთა აცილების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მასალის გამოყენების პირობები






