კაბელების საქმის ადვოკატების ინფორმაციით, საჩივარს, რომლითაც სასამართლოს პროკურატურამ მიმართა, გრიფით საიდუმლო ადევს.
ამის შესახებ ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ ამიღ პროკურატურას სურს დამალოს საქმეში არსებული დარღვევები.
„პროკურატურამ თავისივე საჩივარს დაადო საიდუმლო გრიფი, რაც ემსახურება ერთი მიზანს, რომ საზოგადოებისთის უცნობი დარჩეს საჩივრის დეტალები. პროკურატურა ცდილობს, რომ თეთრზე შავი თქვას და შავზე თეთრი. გარადა ამისა სავარაუდოდ შესაძლებელია რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ამ საკითხზე იყოს საიდუმლო გრიფდადებული მომავალში“, - განაცხადა ბარათაშვილმა.
მისი თქმით, საქმე ეხება იმას, რომ პროკურატურამ გამოითხოვა წერილები და ინფორმაცია კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, ასევე ეროვნული ბიუროდან, რათა დაემტკიცებინა, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს შეეძლო საიდუმლო გრიფდადებული დოკუმენტის დამოუკიდებლად გადაგზავნა ნებისმიერი მესამე პირისათვის ანუ ამ შემთხვევაში კომპანია „დელტაკომისთვის“.
როგორც ადვოკატი განმარტავს, კანონში წერია, რომ საიდუმლო გრიფდადებული დოკუმენტის გადაცემა დაიშვება მხოლოდ უშიშროების სამინისტროს ანუ მოცემულ შემთხვევაში, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანხმობის შემთხვევაში.
„ამგვარი თანხმობა არ არსებობს, ისინი მიუთითებენ მთავრობის 305-ე დადგენილებაზე, როემლიც ეხება საიდუმლო დოკუმენტებთან დაშვებას და არა საიდუმლო დოკუმენტის გადაცემას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ასე რომ ყოფილიყო, მაშინ პროკურატურას თვითონვე უნდა გადაეწყვიტა თავის დროზე, რომ ადვოკატები დაეშვა საიდუმლო დოკუმეტაციასთან და არ უნდა გადაემისამართებინათ კონტრდაზვევრივის დეპარტამენტში. ამის დაფარვას ცდილობს პროკურატურა. მოცემულ შემთხვევაში ნათელია, რომ ექსპერტმა კანონის მოთხოვნათა დარღვევით თვითოვნე მოიპოვა მტკიცებულება, რომელიც დაედო საფუძლად ექსპერტიზის დასკვნას. მეორე, ექსპერტმა კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით საიდუმლო დოკუმენტი გადაუგზავნა მესამე პირს და მესამე, ექსპერტმა ინფორმაცია, რომელიც იქნა მის მიერ მოპოვებული და რომელიც დაუდო საფუძლად ექსპერტიზის დასკვნას არ დაურთო ექსპერტიზის დასკვნას, შესაბამისად ჩვენთვის უცნობია რას დაეყრდნო ექსპერტუ”, - განაცხადა ბარათაშვილმა.
შეგახსენებთ, პროკურატურამ სასამართლომ 5 ივნისის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის თანახმად პროკურატურის მტკიცებულებები დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები






