რადიო ,,აფხაზეთის ხმის" თანამშრომელს სასამართლომ 2.000 ლარი გირაო შეუფარდა
სამართალი - 14:43, 22 Feb, 2013     1879


სოფო გორდაძეს ბრალი 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედება, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ თავდასხმას გულისხმობს. თავად სოფო გორდაძე აცხადებს, რომ ბრალდება აბსურდულია და მის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლას აქვს ადგილი, რადგან პროკურატურის შთავაზებაზე, მიეცა ჩვენება სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ვალერი წიკლაურის წინააღმდეგ, არ დათანხმდა.


სოფო გორდაძის მხარდამჭერი განცხადებები რადიო ,,აფხაზეთის ხმამაც" გააკეთა. დილიდან ყველა გამოშვება სოფო გორდაძის თემით იწყებოდა, ხოლო საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ლაშა ბერულავამ განაცხადა, რომ სახეზეა რადიოს თანამშრომელზე პოლიტიკური ზეწოლის ფაქტი პროკურატურის მხრიდან.


,,თავისთავად ის ფაქტი, რომ ზოგიერტებს დეპუტატების ცემა 100 ლარი უჯდებათ, ხოლო უდანაშაულო სოფო გორდაძემ 2.000 ლარი გირაოს სახით უნდა გადაიხადოს არარსებული დანაშაულის გამო, უკვე მრავლისმთქმელია. იმედია, მას საბოლოო გაამართლებენ და გადახდილი თანხაც უკან დაუბრუნდება", - აცხადებს ლაშა ბერულავა.
სოფო გორდაძის საქმის განხილვა ახალციხეში 15 აპრილს ჩაინიშნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42