,,ამ ეტაპზე ლადო ვარძელაშვილს არ აქვს წარდგენილი ბრალდება, უბედური შემთხვევის დროს გარდაიცვალა მისი მეგობარი, რომელიც იყო გაუფრთხილობელობით მკვლელობა, იარაღი გაუვარდა ქავთარეძეს ლადოს მეგობარს, დაკავებულია იარაღის მესაკუთრე ბიჭიკაშვილი. საქმეს სავარაუდოდ გამოიძიებს პოლიციის მთავარი სამმართველო. ლადო ვარძელაშვილს წარედიგინება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა", - განაცხადა ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით ნუცუბიძის ქუჩაზე, ლადო ვარძელაშვილის საცხოვრებელ სახლში მკვლელობა მოხდა: ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას 45 წლის დევი სირაძე ემსხვერპლა. სავარაუდოდ, იარაღი სტუმრად მყოფთაგან ერთ-ერთს გაუვარდა. დევი სირაძეს ტყვია მკერდში მოხვდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლისას უკვე გარდაცვლილი იყო.
სხვადასხვა ვერსია არსებობს იარაღის კუთვნილებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ვერსიით, იარაღი ლადო ვარძელაშვილს ეკუთვნოდა, რამაც მისი დაკავება გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები






