შსს-ს აკადემიაში პრაღის პროცესის მიზნობრივი ინიციატივის პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
სამართალი - 18:29, 09 Jun, 2015     935
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, პრაღის პროცესის მიზნობრივი ინიციატივის მეხუთე საპილოტე პროექტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პროექტი არალეგალური მიგრაციის საკითხებზე, პოლონეთის და რუმინეთის ხელშეწყობით, 2014 წლიდან ხორციელდება და წევრ ქვეყნებს შორის არარეგულარულ მიგრანტთა მოქალაქეობისა და პირადობის დადგენის საკითხებზე ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. სამუშაო შეხვედრაზე არალეგალური მიგრაციის შესახებ პრაღის პროცესის მონაწილე ქვეყნებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, პრაღის პროცესის პროექტში მონაწილე ქვეყნების (სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის რესპუბლიკის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, უნგრეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის რესპუბლიკის, ჰოლანდიის, პოლონეთის რესპუბლიკის, რუმინეთის რესპუბლიკის, სერბეთის და უკრაინის) სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის მონაწილეებმა სამუშაო შეხვედრის შემდეგ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრი დაათვალიერეს და დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

პრაღის პროცესის სამდივნოს ფუნქციას მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ასრულებს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად კოორდინაციას უწევს საპილოტე პროექტების განხორციელებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42