ბრიტანელი მოდელი, ქეით მოსი თვითმფრინავის ბორტიდან პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდა. მიზეზი, თვითმფრინავში მისი აგრესიული ქცევა გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლაინერის ლონდონის აეროპორტში დაშვებისთანავე, სამართალდამცავებმა მოსი თვითმფრინავიდან გადმოიყვანეს და განყოფილებაში წაიყვანეს, თუმცა მალევე გამოუშვეს.
„წესრიგის დამცველებმა მგზავრი ლაინერიდან ჩამოიყვანეს. თუმცა, მის მიმართ ოფიციალური საჩივარი არ მიუღიათ და შესაბამისად ის არ დაუპატიმრებიათ“ – განაცხადა პოლიციის პრესმდივანმა.
ლაინერი კომპანია Easyjet-ს ეკუთვნის. ავიაკომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, მსგავსი ინციდენტების გამეორების შემთხვევაშ, პოლიციას მომავალშიც აცნობებენ. თუმცა რა სახის ინციდენტზეა საუბარი არ კონკრეტდება.
ეს მოდელის მონაწილეობით პირველი ავიაინციდენტი არ არის. გასულ წელს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ქეით მოსმა ბოდრუმიდან ლონდონამდე უბილეთოდ იმგზავრა.
მასალის გამოყენების პირობები






