გუშინ “ბარსელონამ” კამპ ნოუზე ტრებლის მოგება აღნიშნა. ყველა ფეხბურთელი გამოვიდა სიტყვით და მათ შორის რამდენიმემ საქართველოც ახსენა, მოგეხსენებათ სუპერ თასი თბილისში გაიმართება.
კატალონიის “ბარსელონას” ლიდერმა, ლიონელ მესიმ განაცხადა:
“ყოველთვის სასიამოვნოა ტრებლის მოგება, ჩვენ ერთადერთი გუნდი ვართ, რომელმაც ეს ორჯერ შეძლო. ვეცდებით მოვიგოთ ესპანეთის სუპერ თასი, ევროპის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიც. თბილისში თამაში “სევილიასთან” მოგვიწევს, უნაი ემერის გუნდი საოცარ ფორმაშია და არ იქნება ადვილი თასის მოგება, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მოგებისთვის.
საქართველოში არ ვარ ნამყოფი და აგვისტოში პირველად ვესტუმრები, თუმცა როგორც ინიესტამ და ბიჭებმა მითხრეს, ევროპული დონის სტადიონი და კეთილგანწყობილი გულშემატკივრები არიანო. მოკლედ შეგხვდებით თბილისში, მანამდე კი გამარჯვებით დავტკბეთ. გაუმარჯოს “ბარსელონას”, გაუმარჯოს კატალონიას!” – განაცხადა მესიმ.
წყარო: http://footballnews.ge/
მასალის გამოყენების პირობები






